Thumbnail

სადებიუტო გოლი დანიაში - დავით ხოჭოლავა კოპენჰაგენს მოგებაში დაეხმარა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 28 წლის ქართველმა ფეხბურთელმა კუთხურიდან თავით გაიტანა
  • მისმა გუნდმა პრინციპულ მატჩში ბრონდბიუს 4:2 მოუგო

დანიის სუპერლიგის მე-4 ტურში კოპენჰაგენმა დერბიში ბრონდბიუ 4:2 დაამარცხა, დავით ხოჭოლავამ კი დანიური კლუბის რიგებში სადებიუტი გოლი გაიტანა.

ხოჭოლავა 35-ე წუთზე კუთხურის დრო შეტევაში ჩაერთო, თავური დარტყმით აიღო მეტოქის კარგი და მასპინძლები  2:1 დააწინაურდა. ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა, კოპენჰაგენმა კი პრინციპულ მეტოქეს 4:2 აჯობა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

28 წლის ფეხბურთელი კოპენჰაგენის დაცვის ლიდერია

28 წლის ქართველი მცველი კოპენჰაგენს დონეცკის შახტარიდან შეუერთდა და 6 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. მან ოთხჯერ დანიის სუპერლიგაში ითამაშა, ორჯერაც კონფერენსლიგაზე, სადაც კოპენჰაგენი მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე პლოვდივის ლოკომოტივს ხვდება. სხვათა შორის, თუ დანიელები და დინამო ბათუმი პლეი ოფში გავლენ, იქ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

კოპენჰაგენი დანიის სუპერლიგაში 8 ქულით მე-3 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 15 აგვისტოს, სტუმრად ორჰუსს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები