Thumbnail
  • რომელუ ლუკაკუ ინგლისის პრემიერლიგაში ბრუნდება
  • ბელგიელის ტრანსფერში ინტერი 115 მილიონს მიიღებს

რომელუ ლუკაკუ ინგლისში ბრუნდება. ის ლონდონის ჩელსის ღირსებას დაიცავს. 28 წლის ბელგიელის ტრანსფერს ინგლისური კლუბი მალე გააოფიციალურებს. იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იტალიური კლუბი ლუკაკუს სანაცვლოდ 115 მილიონ ევროს მიიღებს.

თავდაპირველი ინფორმაციით, ინტერი ჩელსისგან რომელი მოთამაშის დამატებასაც მოითხოვდა, თუმცა როგორც გაირკვა, ტრანსფერის სანაცვლოდ ლონდონელებმა მხოლოდ თანხა გადაიხადეს და ინტერში არავის არ უშვებენ.

რომელუ ლონდონურ კლუბთან გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს. მისი ხელფასი 12 მილიონი ევრო იქნება. ჩელსის რომელუს ტრანფერში სულ 135 მილიონი აქვს გადახდილი. ლონდონელებმა რომელუ 2011 წელს ანდერლეხტიდან დაიმატეს, მაგრამ ბელგიელმა მაშინ მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა და განათხოვრების წესით ვესტ ბრომვიჩსა და ევერტონში თამაშობდა.

ლუკაკუ შარშან ინტერთან ერთად ჩემპიონი გახდა. მან სერია ა-ში იტალიური გუნდის მაისურით 72 მატჩი ჩაატარა და 47 გოლის გატანა მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები