Thumbnail
  • არსენალი ტულა 2:1 კრილია სოვეტოვი | 1:0 დავითაშვილი (3)
  • ზურიკო დავითაშვილმა ბოლოს მის ახლანდელ კლუბს გაუტანა

რუსეთის პრემიერ-ლიგის მე-3 ტურში ტულის არსენალმა კრილია სოვეტოვს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ანგარიში მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა ზურიკო დავითაშვილმა გახსნა.

ზურიკომ არსენალი მე-3 წუთზე დააწინაურა

ზურიკომ საჯარიმოს ხაზთან ბურთი მკერდით მიიღო და დაბალ კუთხეში გაიტანა. დავითაშვილი 68-ე წუთზე გამოცვალეს. ეს 20 წლის ფეხბურთელის პირველი გოლია 511-დღიანი პაუზის შემდეგ. ბოლო გოლი მან სწორედ არსენალს გაუტანა, მის ამჟამინდელ კლუბს. მაშინ ზურიკო რუბინში თამაშობდა. გასული სეზონი მან როტორში გაატარა, თუმცა ოფიციალურ მატჩებში გოლი არ გაუტანია - იანვარში ამხანაგურ შეხვედრაში პოლონურ იაგელონიას გაუტანა. 

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი არსენალში თავისუფალი აგენტის სტატუსით მას მერე გადავიდა, რაც რუბინმა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტი გაუწყვიტა. ახალგაზრდა შემტევ ნახევარმცველს საქართველოს ნაკრებში 7 მატჩი აქვს ჩატარებული, "ტრანსფერმარკტი" მას 2.5 მილიონ ევროდ აფასებს.

📺 ზურიკო დავითაშვილის გოლი კრილია სოვეტოვის კარში

კომენტარები

ბოლო ამბები