Thumbnail
  • ანდრე იგუდალა ბოლოს მაიამი ჰიტში თამაშობდა
  • 37 წლის კალათბურთელი უორიორსში 1 წლით დარჩება

ანდრე იგუდალა კარიერას გოლდენ სტეიტში გააგრძელებს. 37 წლის ვეტერანი კალათბურთელი ბოლოს მაიამი ჰიტში თამაშობდა და თავისუფალი აგენტი მას შემდეგ გახდა, რაც კლუბმა მას 15 მილიონიან, 1-წლიან კონტრაქტზე უარი უთხრა.

იგუდალა გოლდენ სტეიტში 2013/2019 წლებში თამაშობდა და ახლა ის კლუბში 2021/22 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება. ანდრემ იცის, თუ როგორ ითამაშოს სტეფ კარისთან, კლეი ტომპსონსა და დრეიმონდ გრინთან ერთად და უორიორსში მისი დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ესაა.

სტეფ კარი და ანდრე იგუდალა

ანდრე იგუდალა გეგმავს, რომ თავისი კარიერა სწორედ გოლდენ სტეიტ უორიორსში დაასრულოს. ეს შეიძლება მომავალი სეზონის ბოლოსაც მოხდეს, თუმცა არის ვარიანტი, რომ თანამშრომლობა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს.

შეგახსენებთ, რომ გოლდენ სტეიტი გეგმავს სტეფ კარის ახალი კონტრაქტი გაუფორმოს. ხელშეკრულება 4 წლით გახანგრძლივდება და ამ პერიოდში სტეფი 215 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კარი გახდება პირველი კალათბურთელი NBA-ს ისტორიაში, რომელიც მეორედ გადასცდება 200-მილიონიან ზღვარს.

კომენტარები

ბოლო ამბები