Thumbnail

'ეს იყო საუკუნის ბრძოლა' - სტივესონი გენო პეტრიაშვილთან ფინალის შემდეგ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

გენო პეტრიაშვილმა თავისუფალი სტილით ჭიდაობის მძიმე წონის (125 კგ) ფინალში დრამატულად დათმო ამერიკელ გეიბლ სტივესონთან 8:10 და ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დასჯერდა.

რამდენადაც თვალსაჩინო იყო ქართველის დამწუხრება პოდიუმზე, იმდენად გახარებული ჩანდა 21 წლის მინესოტელი მოჭიდავე, რომელმაც ოლიმპიადაზე ნამდვილი სენსაცია მოახდინა. სხვათა შორის, მან ქულები მხოლოდ გენოსთან ორთაბრძოლაში დაკარგა. სტივესონმა ბოლო წამებზე შეატრიალა პეტრიაშვილთან ორთაბრძოლა და აშშ-ს ოქროს მედალი მოუტანა. 

გეიბლ სტივესონი (ოლიმპიური ჩემპიონი): "თქვენ ნახეთ ეს? Wow! შეუძლებელია, ეს შეუძლებელია. სიტყვები არ მყოფნის ამის გადმოსაცემად. ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია, მაგრამ დღეს განსაკუთრებული დღე იყო. 

ბოლო წამებზე დარწმუნებული ვიყავი, რომ შემეძლო შეხვედრის გადარჩენა. გენო ჩემს ტრიუკზე წამოეგო. ბოლოს ტაბლოს რომ შევხედე, 0.3 წამი რჩებოდა. ეს იყო საუკუნის ორთაბრძოლა". 


სხვათა შორის, სტივესონს დედამ ლეგენდარული ამერიკელი მოჭიდავის, დენ გეიბლის გამო დაარქვა სახელი. დენ გეიბლი მიუნხენის (1972 წ) ოლიმპიადის ჩემპიონია, მას მსოფლიოს ჩემპიონატიც აქვს მოგებული (1971). 

კომენტარები

ბოლო ამბები