Thumbnail
  • ⌚ 11:45 | 🏟 ბუდოკანი | 🥋🏅 გოგიტა არქანია. A ჯგუფი
  • ⌚ 13:45 | 🏟 მაკუჰარი | 🤼🏅 ელიზბარ ოდიკაძე v შარიფ შარიფოვი. რეპეშაჟი

შაბათს, 7 აგვისტოს ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს და ამით ქართული დელეგაცია იაპონიის დედაქალაქში გამოსვლას ასრულებს, რადგან ბოლო დღეს წარმომადგენელი აღარ გვეყოლება. ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე (-97 კგ) იბრძოლებს; ოლიმპიადაზე ჩაერთვება ჩვენი ბოლო მონაწილეც - კარატისტი გოგიტა არქანია (+75). 

საქართველოს უკვე აქვს 8 ოლიმპიური მედალი, რაც (რაოდენობრივად) ქვეყნის რეკორდია, თუმცა კიდევ ორის შანსი გვაქვს, რომელთაგანაც ერთი შეიძლება, ოქროც იყოს. 

ელიზბარ ოდიკაძე - ორი მოგება ბრინჯაომდე

თავისუფალი ჭიდაობა. 97 კგ.

32 წლის ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ქართველმა ფალავანმა რეპეშაჟში გადაინაცვლა და ხალიჩაზე 7 აგვისტოს ისევ გავა.

სადულაევთან მარცხის მიუხედავად, ელიზბარი მედლის შანსს ინარჩუნებს

ოდიკაძეს დამამშვიდებელ წრეში მონაწილეობის უფლება მას მერე ერგო, რაც აბდულრაშიდ სადულაევი ფინალში გავიდა და ქართველს მედლისთვის ბრძოლის შანსი ამგვარად მიეცა. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრმა ნახევარფინალში კუბელ რეინერის სალას პერესს 4:0 აჯობა. 

ოდიკაძე რეპეშაჟის ნახევარფინალში აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვს შეხვდება, რომელიც ძალზე ტიტულოვანია სპორტსმენია - ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია, 2019 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალიც მოიპოვა.რეპეშაჟის პირველ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში, ოდიკაძე ბრინჯაოს მედლისთვის კუბელ რეინერის სალას პერესს დაუპირისპირდება. რეპეშაჟის ეტაპი სტარტს 7 აგვისტოს, თბილისის დროით 13:45 საათზე აიღებს. 

შეგახსენებთ, რომ ელიზბარ ოდიკაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე 1/8-ფინალში ირანელი მოჰამადჰოსეინ მოჰამადიანი 6:3 დაამარცხა, ხოლო 1/4-ფინალში რუს აბდულრაშიდ სადულაევთან 0:10 წააგო. 

გოგიტა არქანია - ჯგუფიდან გასვლა მედლის ტოლფასია

კარატე. +75 კგ

გოგიტა არქანია ჯგუფური ეტაპით იწყებს. არქანია A ჯგუფში მოხვდა და პირველ შეხვედრას იაპონელი რიუტარო არაგასთან გამართავს, რომელიც მსოფლიოს ერთგზის ჩემპიონი და ორგზის ვერცლისმედალოსანია. მეორე მეტოქე იქნება თურქი უღურ აკტაში 4-გზის ევროპის ჩემპიონი, რომელიც ასევე ფლობს მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს და ევროპული თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს. მესამე მეტოქედ გოგიტას გერმანელი ჯონათან ჰორნე ერგო, რომელიც ასევე ძალიან ტიტულოვანია - შვიდჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, ერთხელაც მსოფლიოს. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ქართველის მეტოქე ყაზახი დანიარ იულდაშევი იქნება, რომლის საუკეთესო მიღწევა აზიის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალია.

გოგიტა არქანია

ჯგუფიდან ორი საუკეთესო გადის, ამით სპორტსმენი მინიმუმ, ბრინჯაოს მედალს ინაღდებს. არატეში შეჯიბრი ბუდოკანის დარბაზში გაიმართება და სტარტს თბილისის დროით 09:00 საათზე აიღებს, თუმცა +75 წონით კატეგორიაში არქანიას პირველი ბრძოლა რიგით 21-ეა.

ტოკიო 2020: 7 აგვისტოს მთავარი მოვლენები

შაბათს, 7 აგვისტოს ოლიმპიური მედლები სპორტის 19 სახეობაში გათამაშდება, სულ 35 კომპლექტი. ორივე ეს მაჩვენებელი რეკორდულია ტოკიოს ოლიმპიადაზე:

სინქრონული ცურვა (გუნდური)
მძლეოსნობა (ვაჟები 1 500 მ)
მძლეოსნობა (ვაჟები შუბის ტყორცნა)
მძლეოსნობა (ვაჟები 4x400 მ)
მძლეოსნობა (ქალები 10 000 მ)
მძლეოსნობა (ქალები მარათონი)
მძლეოსნობა (ქალები სიმაღლეზე ხტომა)
მძლოესნობა (ქალები 4x400 მ)
ბეისბოლი 
კალათბურთი (ვაჟები)
კალათბურთი (ქალები)
პლაჟის ფრენბურთი (ვაჟები)
კრივი (ვაჟები 52 კგ)
კრივი (ვაჟები 75 კგ)
კრივი (ქალები 51 კგ)
კრივი (ქალები 69 კგ)
კანოე სპრინტი (ვაჟები კაიაკი 500 მ)
კანოე სპრინტი (ვაჟები კაიაკი 100 მ)
კანოე სპრინტი (ქალები კაიაკი 500 მ)
კანოე სპრინტი (ქალები კანოე 500 მ)
ველოტრეკი (ვაჟები მედლსონი)
წყალში ხტომა (ვაჟები 10 მ)
ცხენოსნობა (ხტომები გუნდური)
ფეხბურთი (ვაჟები)
გოლფი (ქალები ინდივიდუალური)
ხელბურთი (ვაჟები)
კარატე (ქალები კუმიტე +61 კგ)
კარატე (ვაჟები კუმიტე +75 კგ)
თანამედროვე ხუთჭიდი (ვაჟები)
მხატვრული ტანვარჯიში (ინდივიდუალური)
ფრენბურთი (ვაჟები)
წყალბურთი (ქალები)
ჭიდაობა (ქალები 50 კგ)
ჭიდაობა (ვაჟები თავისუფალი 65 კგ)
ჭიდაობა (ვაჟები თავისუფალი 97 კგ)

კომენტარები

ბოლო ამბები