Thumbnail
  • ფეხბურთი | მექსიკა 3:1 იაპონია
  • ტოკიოს ოლიმპიადაზე ფეხბურთში ბრინჯაოს მედალი გათამაშდა

მექსიკის საფეხბურთო ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. 'აცტეკებმა' მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში მასპინძელი იაპონია საკმაოდ ადვილად, 3:1 დაამარცხეს.

მექსიკამ ანგარიში სწრაფად გახსნა - სებასტიან კორდოვამ თავისი გუნდი მე-13 წუთზე დააწინაურა. 10 წუთში სტუმართა უპირატესობა იოჰან ვასკესმა გააორმაგა და მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა. მე-2 ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს. ჯერ ალექსის ვეგამ გაიტანა და მერე იაპონელებმა კაორუ მიტომას წყალობით პრესტიჟის გოლი გაიტანეს, თუმცა მარცხს ვერ გადაურჩნენ.

მექსიკამ ისტორიაში მეორედ მოიპოვა ოლიმპიური მედალი

მექსიკის ნაკრებმა ისტორიაში მეორედ მოიპოვა ოლიმპიადაზე მედალი. 2012 წელს, ლონდონში ის უმაღლესი ხარისხის იყო (ოქრო), ამჯერად კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდნენ.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში, 7 აგვისტოს, ბრაზილიისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

მექსიკა 3:1 იაპონია

გოლები: 1:0 კორდოვა (13), 2:0 ვასკესი (22), 3:0 ვეგა (58), 3:1 მიტომა (78)

კომენტარები

ბოლო ამბები