Thumbnail

მესი 10 ნომრად? შავი ლომისა და მსოფლიო რაგბის სახალისო პოსტები

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

ხუთშაბათს საღამოს, ბარსელონამ ყველა გულშემატკივრისთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაავრცელა: ლიონელ მესი ბარსაში აღარ ითამაშებს! ცხადია, დიდი კლუბების მთავარი სამიზნე ახლა სწორედ არგენტინელია. მისი დამატების მთავარი მსურველი პარი სენ ჟერმენია, რომელსაც მესის ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლია.

მესის თავისუფალ აგენტობას უამრავი კლუბი გამოეხმაურა, ვისაც ფინანსები არ აქვს, ცდილობს, რომ მედიის ყურადღება მიიქციოს და მესის ორიგინალური კონტრაქტი შესთავაზოს. ქართული სარაგბო ფრენჩაიზი შავი ლომი არგენტინელის ფოტოს შემდეგი წარწერით აქვეყნებს - ''ლეო 10-ზე ?!''.

არგენტინელი ისე თამაშობს, ალბათ, რაგბიშიც არ გაუჭირდება 10-ნომრიანი ფორმის მორგება, ჯარიმების შესრულება და ფეხით ბურთის განაწილება. მსოფლიო რაგბის ოფიციალურმა გვერდმა პოსტი გამოაქვეყნა და ლეოს მიმართა: ლეო, გვიანი არასდროსაა.

კომენტარები

ბოლო ამბები