Thumbnail
  • ელიზბარ ოდიკაძეს ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს
  • ქართველი ფალავანი 7 აგვისტოს რეპეშაჟში იასპარეზებს

ტოკიოს ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ქართველმა ფალავანმა რეპეშაჟში გადაინაცვლა და ხალიჩაზე 7 აგვისტოს გავა.

ოდიკაძეს დამამშვიდებელ წრეში მონაწილეობის უფლება მას მერე ერგო, რაც აბდულრაშიდ სადულაევი ფინალში გავიდა და ქართველს მედლისთვის ბრძოლის შანსი ამგვარად მიეცა. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრმა ნახევარფინალში კუბელ რეინერის სალას პერესს 4:0 აჯობა.

ოდიკაძე რეპეშაჟის ნახევარფინალში აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვს შეხვდება, რომელიც ძალზე ტიტულოვანია სპორტსმენია - ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია, 2019 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალიც მოიპოვა.რეპეშაჟის პირველ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედლისთვის კუბელ რეინერის სალას პერესს დაუპირისპირდება. რეპეშაჟის ეტაპი სტარტს 7 აგვისტოს, თბილისის დროით 13:45 საათზე აიღებს.

შეგახსენებთ, რომ ელიზბარ ოდიკაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე 1/8-ფინალში ირანელი მოჰამადჰოსეინ მოჰამადიანი 6:3 დაამარცხა, ხოლო 1/4-ფინალში რუს აბდულრაშიდ სადულაევთან 0:10 წააგო.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების აქტივში 7 მედალია, თუმცა, გენო პეტრიაშვილი დღეს ფინალში იჭიდავებს და მას მედალი უკვე გარანტირებული აქვს. შეგახსენებთ, ოლიმპიადაზე ოქროს მედლები ლაშა ბექაურმა (ძიუდო), ლაშა ტალახაძემ (ძალოსნობა), ვერცხლი მედლები ვაჟა მარგველაშვილმა (ძიუდო), ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), გურამ თუშიშვილმა (ძიუდო), იაკობ ქაჯაიამ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და ბრინჯაო ანტონ პლესნოიმ (ძალოსნობა) მოიპოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები