Thumbnail

'კარგ გუნდს მოვუგეთ' - სივასპორის თავკაცი დინამო ბათუმთან მატჩის შემდეგ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

უეფას კონფერენსლიგის მე-3 საკვალიფიკაციო წრეში დინამო ბათუმი შინ 1:2 დამარცხდა თურქულ სივასპორთან. მართალია, სტუმართა თავკაცის, რიზა ჩალიმბაის პრესკონფერენცია არ ყოფილა, მაგრამ მან კომენტარი თურქული ტელევიზიის,  TRT Spor-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

რიზა ჩალიმბაი (სივასპორის მწვრთნელი): "როგორც გვსურდა, ისე ვერ ვითამაშეთ. მაგრამ უმთავრესია, რომ გავიმარჯვეთ. მართალია, თავიდან მეტოქე დაწინაურდა, მაგრამ ჩვენ ამას არ შევეგუეთ და ყველაფერი გავაკეთეთ გამარჯვებისთვის. 
შეცდომები დავუშვით, ჯერ 100%-ით მზად არ ვართ, მაგრამ მზად ვიქნებით სეზონისთვის. რაც მთავარია, კარგი გამარჯვება მოვიპოვეთ კარგი გუნდის წინააღმდეგ".


საპასუხო მატჩი სივასში 12 აგვისტოს გაიმართება. ბათუმში გამარჯვების შემდეგ, თურქული კლუბი ამ წყვილში აშკარა ფავორიტია. 

კომენტარები

ბოლო ამბები