Thumbnail

რეკორდი მოიხსნა - გრილიში მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჯეკ გრილიშმა მანჩესტერ სიტისთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • მანჩესტერელებმა ასტონ ვილას 100 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადეს

მანჩესტერ სიტიმ ასტონ ვილას 100 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადა და ჯეკ გრილიში გადაიბირა. 25 წლის ინგლისელმა მანჩესტერულ კლუბთან 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

გრილიში პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. ამ ტრანსფერამდე ინგლისში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი პოლ პოგბა იყო, რომლის ტრანსფერშიც მანჩესტერ იუნაიტედმა 2016 წელს იუვენტუსს 93.25 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადა.

ჯეკ გრილიში ასტონ ვილას აკადემიის აღზრდილია, მან 185 მატჩში 29 გოლი გაიტანა. ინგლისის ნაკრების ფეხბურთელს ირლანდიის ასაკობრივ ნაკრებებშიც უთამაშია. ჯეკი ინგლისის ნაკრების ღირსებას 2020 წლიდან იცავს და ეროვნულ გუნდში უკვე 12 მატჩის ჩატარება მოასწრო. გრილიში 10-ნომრიან მაისურს მოირგებს, რომელსაც სიტიში აქამდე სერხიო აგუერო ატარებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები