Thumbnail

'შეცდომებმა იმატა, მიზეზი ამაში უნდა ვეძებოთ' - რა თქვა გეგუჩაძემ მატჩის შემდეგ

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი

უეფას კონფერენსლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო ბათუმმა სივასპორს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ პრესკონფერენცია გამართა და თურქულ გუნდთა ჩატარებული თამაში შეაფასა.

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი)

...სივასპორთან მარცხზე: "გაშვებული გოლები მხოლოდ მცველების სიმაღლის ბრალი არ არის. ვერ ვიტყვი, რომ მარტო მათი ბრალეულობაა. მეტოქეს კარგი ჩამწოდებლები და შემტევები ჰყავს. გვეტყობოდა, რომ ბოლოს კონცენტრაცია დავკარგეთ. არ გამოვრიცხავ, ეს დაღლილობის ბრალი იყოს, რადგან გუნდს ეს შეეტყო. ბუნებრივია, როდესაც სხეული აღარ მოგყვება, მოძრაობა ცოტა რთულია. ვიტყვი, რომ მთლიანობაში ჩვენ საკმაოდ კარგად ვითამაშეთ. 75-ე წუთის შემდეგ შეცდომებმა იმატა და ალბათ მიზეზი აქ უნდა ვეძებოთ."

'ურთლესი ამოცანის წინაშე ვდგავართ, მაგრამ მაინც მგონია, რომ არ არის შეუსრულებადი ამოცანა'

...სადაო მომენტებზე და თამაშის ხარისხზე: "რაც უფრო მაღალ დონეზე გვიწევს თამაში, მით უფრო რთულია, რომ გუნდმა ის ფეხბურთი აჩვენის, რა ფეხბურთსაც შეჩვეულები ვართ. ცალკეულ ეპიზოდებზე არ მინდა ყურადღება გავამახვილო. ვფიქრობ, რომ როცა ვღალატობთ ჩვენს თამაშს, ამას ეგრევე მოყვება შეცდომები და ამის გამო ვისჯებით. რა თქმა უნდა, ურთლესი ამოცანის წინაშე ვდგავართ, მაგრამ მაინც მგონია, რომ არ არის შეუსრულებადი ამოცანა. სრული კონცენტრაცია გვჭირდება. ყოველ შემთხვევში, ვსწავლობთ თამაშიდან თამაშამდე. იმედი მაქვს, რომ ფეხბურთელები და მწვრთნელები გარკვეულ დასკვნებს გავაკეთებთ და გასვლითი შეხვედრა სხვაგვარად წარიმართება." 

...მატჩის მიმდინარეობაზე: "მოდი გეტყვით, რომ როდესაც ჩემს თანაშემწეს ვესაუბრები, მიუხედავად იმისა, რომ გევრდით დგას, ხმას ძლივს ვაგებინებ და როგორ წარმოგიდგებიათ, 11 ფეხბურთელს დავუძახო, ქვევით დაიწიეთ ან ზევით აიწიეთ. როდესაც გუნდს გოლი გააქვს, ცდილობს, თავისი უპირატესობა გოლებით განიმტკიცოს და მოწინააღმდეგეც თავისას ცდილობს, რადგან წაგება არ სურს და აქ ვინ ვის აჯობებს, რთული სათქმელია. რაღაცას თუ დათმობ, მეტად შემოგიტევენ. ეს არის ფეხბურთი და კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი მიზანია, არ დავთმოთ ის, რაზეც წეღან ვისაუბრე."

...სამტრედიასთან მატჩზე: "სამტრედიასთან 8 აგვისტოს ვთამაშობთ. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი მესამე დღეს გვიწევს, შევეცდებით, მოვიკირიბოთ და აღვიდგინოთ ძალები, გავიდეთ და ვითამაშოთ." 

...პროგრესზე: "ყველაზე კარგი რაც არის და ჩემში ოპტიმიზს რაც იწვევს, ეს არის ის, რომ დინამო ბათუმი იზრდება. ჩვენ ვპროგრესირებთ და ეს დამაიმედებელია. ეს პროგრესი რამდენად სწრაფად წავა, ბევრი ფაქტორია, სანახავია, განსახილველია. ნელ-ნელა ეტაპობრივად მივიწევთ წინ. საგანგაშოს ვერაფერს ვერ ვხედავ თუ ჩვენ რაღაც მიზეზით დავმარცხდით, მაგრამ როდესაც მარცხია, თუ გამარჯვება, ყოველთვის ცოტა კრიტიკულად უნდა შევხედოთ საკუთარ თავს იმისთვის, რომ გავიზარდოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი."

...გულშემატკივრებზე: "ვიცი, რომ უამრავი გულშემატკივარი გვყავს - თუნდაც ისინი, ვინც დღეს სტადიონზე ვერ დაესწრნენ თამაშს. მათი არსებობა დიდი ბედნიერებაა. სტადიონზე მოსული გულშემატკივარი, მათი ეს ძალისხმევა ყოველთვის უნდა იყოს დაფასებული. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ყველა ჩვენთაგანს უფრო მეტ პასუხისმგებლობას ძენს, მითუმეტეს ფეხბურთელებს მინდორზე, თუმცა ეს კიდევ ერთი დამატებითი სტიმულია. საკუთარ მოედანზე შემტევი ფეხბურთის თამაშს ვცდილობთ. შეიძლება ამითაც არის განპირობებული, რომ უკან დიდი სივრცეები რჩება. როდესაც მცველები ამოდიან, მათ ზურგს უკან დიდი ზონები რჩება. მეტოქეს ძალიან სწრაფი და ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, განსაკუთრებით შეტევაში. მადლობას ვუხდი ჩვენს გულშემატკივრებს იმისათვის, რომ ეს მხარდაჭერა და ზეიმი მუდმივად არის აქ."

...ვამარა სანოგოზე: "უკვე ვთქვი, რომ ხელი არ შევუშალეთ. რადგან სათამაშო პრაქტიკას ვერ აძლევ ფეხბურთელს, ის იმ მდგომარეობიდან ვერ გამოვა, რა მდგომარეობაშიც არის. როგორც წესი, ფეხბურთელის მომზადება ხდება შეკრებაზე. ჩვენდა სამწუხაროდ, ზამთრის შეკრებაზე ტრავმა ჰქონდა. მასთან დამშვიდობება ერთად გადავწყვიტეთ - ეს ოდესმე მოხდებოდა და უბრალოდ დაემთხვა, რომ ამ მატჩის წინ მოხდა."

...გროცურეკზე: "ლუკაში გამოჯანმრთელდა, თუმცა 3 კვირაა, გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. საპასუხო თამაში 12-შია და ერთი კვირით ადრე, ახლა ცოტა რთული სათქმელია, როგორ კონდიციებში იქნება. ამიტომ, ეს საკითხი ღია რჩება." 

შეგახსენებთ, რომ საპასუხო შეხვედრა თურქეთში 12 აგვისტოს გაიმართება. დინამო ბათუმისა და სივასპორის წყვილში გამარჯვებულს კონფერენსლიგის პლეი ოფში მეტოქედ პლოვდივის ლოკომოტივსა და კოპენჰაგენს შორის მოგებული ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები