Thumbnail
  • გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტნის ვაჟის გადარჩენა ვერ მოხერხდა
  • მიხაელ ბალაკის 18 წლის შვილი ემილიო ავარიაში დაიღუპა

პორტუგალიურმა მედიამ ცოტა ხნის წინ ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. 

გერმანიის ნაკრების ყოფილი ლიდერისა და კაპიტნის, მიხაელ ბალაკის შვილი ემილიო ბალაკი პორტუგალიაში, ავარიაში დაიღუპა. 18 წლის ემილიო ავარიაში კვადროციკლით მოყვა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

მიხაელ ბალაკის ყოფილი მეუღლე სიმონე და ემილიო

პორტუგალიური ტელეკომპანია TVI24-ის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა შუაღამისას, დაახლოებით 2:10 საათზე, ლისაბონიდან სამხრეთით, ტროიაში მოხდა. როგორც ირკვევა, ბალაკების ოჯახს იქ დასასვენებელი სახლი აქვს, სადაც მიხაელი და მისი ოჯახის წევრები ხშირად ისვენებენ.

ემილიო მიხაელ ბალაკის სამი ვაჟიდან ერთ-ერთია. ყოფილ მეუღლე სიმონესთან ერთად მას ასევე ჰყავს 19 წლის ვაჟი ლუისი და 16 წლის ჯორდი.

44 წლის მიხაელ ბალაკი გერმანიის ნაკრებში 1999-დან 2010 წლამდე თამაშობდა და ბუნდესგუნდის ფორმით ჯამში 98 მატჩი ჩაატარა. 2004 წლიდან მიხაელი გერმანიის ნაკრების კაპიტანი გახლდათ. საკლუბო კარიერაში ბალაკი ხემნიტცში, კაიზერსლაუტერნში, ლევერკუზენში, ბაიერნსა და ჩელსიში თამაშობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები