Thumbnail

6 აგვისტოს, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების გამოცდილი წევრი ელიზბაკ ოდიკაძე (97 კგ.) ჩაებმება, რომელმაც წილისყრის შედეგად, მეტოქის ვინაობა შეიტყო.

ოდიკაძე 1/8-ფინალში 29 წლის ირანელ ფალავანს მოჰამადჰოსეინ მოჰამადიანს დაუპირისპირდება, რომელსაც 2015 წელს აზიის ჩემპიონატი აქვს მოგებული, ხოლო 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაუფლა.

გამარჯვების შემთხვევაში, ელიზბარი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრ აბდულრაშიდ სადულაევს ან აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვს შეხვდება. რუსი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი (ოღონდ, 86 კგ-ში) და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების 4-4-გზის გამარჯვებულია, ამდენად, მოსალოდნელია, რომ 1/4-ფინალში სწორედ ის იასპარეზებს.

ხსენებული 4 მოჭიდავის გარდა, ოდიკაძის ბადეში არიან მოჰამედ საადუ (ტუნისი), მაგომედგაჯი ნუროვი (ჩრდ. მაკედონია), ალეკსანდრ ჰუშტინი (ბელარუსი) და რეინერის სალას პერესი (კუბა). ამგვარად, ბადის მეორე მხარეს აღმოჩნა რიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული და მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ამერიკელი კაილ სნაიდერი, რომელიც მერვედფინალში კანადელ ჯორდან სტინს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ელიზბარ ოდიკაძე ბოლო ქართველი მოჭიდავეა, რომელიც ტოკიოს ოლიმპიადაზე იასპარეზებს. საქართველოს ამ დროისთვის 7 მედალი აქვს მოპოვებული - 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

კომენტარები

ბოლო ამბები