Thumbnail

ბოლქვაძე მეოთხედფინალშია - მარიამმა განთესილი მეტოქე დაამარცხა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მარიამ ბოლქვაძე 6:4, 6:4 გრეეტ მინენი
  • ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ მე-9 მატჩი მოიგო

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე კონკორდის (მასაჩუსეტსი, აშშ) საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 115 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში გავიდა და თანაც გზად განთესილ მეტოქეს მოუგო.

მარიამი Thoreau Tennis Open-ზე მე-7 რეიტინგის მქონე ბელგიელ გრეეტ მინენს გაეჯიბრა და ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს 6:4, 6:4 სძლია. ქართველმა ჩოგბურთელმა 1 ეისი მოაწოდა და 7 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. თამაში საათსა და 54 წუთს გაგრძელდა და მარიამმა 7-დან 6 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი, მოწოდება 4-ჯერ წააგო, არადა, მეტოქეს ერთბაშად 18 ბრეიკ-პოინტი გააჩნდა.

თუ ვინ იქნება მარიამის მოწინააღმდეგე მეოთხედფინალში, დღეს გაირკვევა, როდესაც ერთმანეთს მე-4 ნომრად განთესილი რუსი ვერა ზვონარიოვა და აშშ-ს სახელით მოთამაშე ვარვარა ლეპჩენკო დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძემ ამერიკული ტურნირზე კვალიფიკაციის ჩათვლით, უკვე 4 მატჩი მოიგო, იმის გათვალისწინებით კი, რომ ივლისის შუაში ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში გამართულ 60-ათასიან ტურნირზე იმარჯვა, ზურგს ზედიზედ 9 წარმატებული მატჩი უმაგრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები