Thumbnail

ოლიმპიადა | ავთანდილ კენჭაძემ პირველივე შეხვედრა წააგო და რეპეშაჟის შანსი აქვს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) ჩაერთო. 25 წლის ქართველი ფალავანი პირველ წრეში იტალიელ ფრანკ ჩამისოს დაუპირისპირდა და 1-5 დამარცხდა.

მეტოქეებმა ჭიდაობა ფრთხილად დაიწყეს, თუმცა პასიურობისთვის შენიშვნებს მხოლოდ კენჭაძე იღებდა და პირველ პერიოდში დააწინაურება მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ჩამისომ მოახერხა - 2-0. მეორე პერიოდის დასაწყისში ქართველმა მოჭიდავემ ანგარიში კი შეამცირა, მაგრამ მეტი ვერ შეძლო, ქულები კი ისევ მისმა მეტოქემ მოიპოვა.

კენჭაძეს რეპეშაჟში გამოსვლის შანსი აქვს და იტალიელი მოჭიდავის შედეგზეა დამოკიდებული.  


დღესვე ოლიმპიადაზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კიდევ ერთი წევრი - გენო პეტრიაშვილი (125) გამოდის.1

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქართული დელეგაციის ანგარიშზე ტოკიოში მოპოვებული 7 მედალია - 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

კომენტარები

ბოლო ამბები