Thumbnail

ტოკიოს ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილი (125 კგ) 1/4-ფინალში გავიდა. მისი მეტოქე ეგვიპტელი დიააელდინ აბდელმოტალები იყო, რომელიც აფრიკის 2-გზის ჩემპიონია.

გენომ მეორე პერიოდში 8 ქულა აიღო

გენომ პირველ პერიოდში 3:0 მოიგო. მან ჯერ მეტოქეს გაფრთხილების ქულა აართვა, რის შემდეგაც მეტოქეს კიდევ 2 ქულა აუღო. მეორე პერიოდში პეტრიაშვილმა ერთბაშად 8 ქულის დაგროვება შეძლო და შეხვედრა წუთითა და 17 წამით ადრე დაასრულა.

პეტრიაშვილის მეტოქე 1/4 ფინალში რუს სერგეი კოზირევსა და ჩინელ დენ ჟივეის შორის გაირკვა. ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი კოზირევი მსოფლიოს ჩემპიონატებზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელ ჟივეისთან 1:4 დამარცხდა. გენოს სწორედ ჩინელ მოჭიდავეთსთან დაპირისპირება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქართული დელეგაციის ანგარიშზე ტოკიოში მოპოვებული 7 მედალია - 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

კომენტარები

ბოლო ამბები