Thumbnail

30 წლის ქართველმა მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა (87 კგ.), რომელმაც სერბეთის სახელით ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა, პირველი კომენტარი გააკეთა და სერბ ხალხს მისი დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა.

“ძალიან მიხარია, რომ მედლის აღება შევძელი. ტოკიოს ოლიმპიადაზე ჩემი მიზანი სწორედ ეს იყო. ამ წარმატებას სერბ ხალხს უნდა ვუმადლოდე, რომელთაც ჩემი დაიჯერეს და ნდობა გამომიცხადეს. მადლობა, სერბეთო!”.

როგორც უკვე ვწერდით, დათუნაშვილი მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში ხორვატ ივან ჰუკლეკს დაუპირისპირდა და ძალიან დამაჯერებლად იმარჯვა – 6:1. ზურაბმა მერვედფინალში 1:3 წააგო ოლიმპიადის მომავალ ჩემპიონ – უკრაინელ ჟან ბელენიუკთან, რეპეშაჟში გადასვლის შემდეგ კი, ალჟირის წარმომადგენელ ბაჩირ სიდ აზარას 5:1 სძლია.

დათუნაშვილს სერბეთის ნაკრების მაისურით წლევანდელი ევროპის ჩემპიონატიც აქვს მოგებული და 2020 წლის მსოფლიო თასის ბრინჯაოს პრიზიორია, საქართველოს სახელით კი ევროპის 2-გზის (2016, 2017) ჩემპიონი და ვერცხლის (2013) მედალოსანია.

2019 წელი: ზურაბ დათუნაშვილი სპორტის სასახლეში, გეგეშიძესთან ჩხუბის შემდეგ

შეგახსენებთ, ზურაბ დათუნაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების დატოვება, 2019 წელს, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ გადაწყვიტა.

კომენტარები

ბოლო ამბები