Thumbnail

მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მეორე ოქრო, ჯამში კი მეშვიდე მედალი მოუტანა. როგორც მოსალოდნელი იყო, 27 წლის ქართველმა სპორტსმენმა ტოკიოს საერთაშორისო ფორუმის დარბაზში მეტოქეებს დიდი უპირატესობით აჯობა და თავისივე რეკორდებიც გააუმჯობესა.


ტოკიოში მოპოვებული ოქროს შემდეგ, ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ და ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტალახაძემ კომენტარი გააკეთეს და გულშემარტკივრობისთვის მადლობა გადაუხადეს.

ლაშა ტალახაძე (ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი): "ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გულშემატკივრობისთვის და გვერდში დგომისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ, რომ ოლიმპიური ოქროს მედალი შევინარჩუნე. ამდენი ხანი მოუთმენლად ველოდი ოლიმპიურ თამაშებს და აი, დადგა ეს ნანატრი წუთები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქომაგს და ყველას, ვისაც ჩემს წარმატებაში მცირე წვლილი მაინც მიუძღვის."

გიორგი ასანიძე (ძალოოსანთა ნაკრების მწვრთნელი): "აქ შეფასებები ზედმეტია, რადგან ლაშამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რამდენად კარგი სპორტსმენია თანამედროვე ძალოსნობისთვის. ვულოცავ საქართველოს, ჩვენს ფედერაციასა და პრეზიდენტს, ჩვენი ნაკრების ექიმთა ჯგუფს. იმედია, რომ ეს სიხარული დიდხანს გაგვყვება, რათა ერთობა შევინარჩუნოთ. 3 წელიწადში კიდევ ერთი ოლიმპიური თამაშები გველის. იმედია, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენი მიზნები ასრულდება."

 

კომენტარები

ბოლო ამბები