Thumbnail

30 წლის ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი (87 კგ.), რომელიც ამჟამად სერბეთის სახელით ასპარეზობს, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

დათუნაშვილი მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში ხორვატ ივან ჰუკლეკს დაუპირისპირდა და ძალიან დამაჯერებლად მოიგო – 6:1. ზურაბმა ექვსივე ქულა პირველ პერიოდში აიღო და ორთაბრძოლის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებია.

შეგახსენებთ, რომ დათუნაშვილმა მერვედფინალშივე წააგო ოლიმპიადის მომავალ ფინალისტ – უკრაინელ ჟან ბელენიუკთან, რეპეშაჟში კი ალჟირის წარმომადგენელ ბაჩირ სიდ აზარას 5:1 სძლია.

ამ წონაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ლაშა გობაძე იცავდა, რომელმაც პირველ წრეში უზბეკ რუსტამ ასაკალოვთან 5:6 წააგო და ვინაიდან შემდეგ ეს უკანასკნელიც დამარცხდა, ოლიმპიადას მალევე გამოეთიშა.

დათუნაშვილს სერბეთის ნაკრების მაისურით წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი აქვს მოგებული და 2020 წლის მსოფლიო თასის ბრინჯაოს პრიზიორია, საქართველოს სახელით კი ევროპის 2-გზის (2016, 2017) ჩემპიონი და ვერცხლის (2013) მედალოსანია.

შეგახსენებთ, ზურაბ დათუნაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების დატოვება, 2019 წელს, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ გადაწყვიტა.

2019 წელი: ზურაბ დათუნაშვილი სპორტის სასახლეში, გეგეშიძესთან ჩხუბის შემდეგ

კომენტარები

ბოლო ამბები