Thumbnail

261 მილიონი 5 წელიწადში - სტეფ კარის ახალი კონტრაქტი ისტორიულია

  • სტეფ კარი NBA-ში ახალ მასშტაბებს ამკვიდრებს
  • გოლდენ სტეიტის სუპერვარსკვლავის ახალი კონტრაქტი გრანდიოზულია

სულ მალე, NBA-ში ახალი ზღაპრული კონტრაქტი გაფორმდება!

ხელშეკრულებას, რომელზეც უკვე მთელი საკალათბურთო სამყარო ლაპარაკობს, გოლდენ სტეიტის სუპერვარსკვლავი სტეფ კარი გააფორმებს. მრჩეველთა სააგენტო Octagon Basketball-ის წარმომადგენელმა ჯეფ ოსტინმა ESPN-ს უთხრა, რომ 33 წლის გამთამაშებელი შეთავაზებას დათანხმდა და მალე ახალ, სარეკორდო კონტრაქტს გააფორმებს.

კარის ხელშეკრულება გოლდენ სტეიტთან 4 წლით გახანგრძლივდება და ამ დროში სტეფი 215 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კარი გახდება პირველი კალათბურთელი NBA-ს ისტორიაში, რომელიც მეორედ გადასცდება 200-მილიონიან ზღვარს.

მომდევნო სეზონში გოლდენ სტეიტის ლიდერი 45,8 მილიონ დოლარს მიიღებს, უახლოეს 5 წელიწადში კი 261 მილიონს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ სტეფ კარი უორიორსთან ერთად მე-13 სეზონისთვის ემზადება. გოლდენ სტეიტში მან უკვე სამჯერ იზეიმა NBA-ს ჩემპიონობა.

კომენტარები

ბოლო ამბები