Thumbnail
  • ⌚ 14:30 | 🏟 მაკუჰარი | 🤼🏅 რამაზ ზოიძე v შტებლერი/ასევედო. ბრინჯაოსთვის
  • ⌚ 14:50 | 🏟 ფორუმი | 🏋🏅 ლაშა ტალახაძე. A ჯგუფი

ოთხშაბათს, 4 აგვისტოს ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქართული დელეგაციის მთავარი იმედი, ნაკრების მედროშე, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე (+109 კგ) გამოდის. რომელიც მძიმეწონოსან ძალოსანთა შორის მთავარი ფავორიტია, რომ გახდეს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. ამ დღესვე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს რამაზ ზოიძე (67). 

ლაშა ტალახაძე - როცა კონკურენტი მხოლოდ შტანგაა

ძალოსნობა. +109 კგ

თბილისის დროით, 14:50-ზე ტოკიოს საერთაშორისო ფორუმის დარბაზში ფიცარნაგზე A ჯგუფის ძალოსნები ავლენ (მანამდე B ჯგუფია 6 სპორტსმენით), სულ 8 ძალოსანი, მათ შორის 169 ნომრით ლაშა ტალახაძეა. 

ლაშა ტალახაძე ნინო სალუქვაძესთან ერთად გახსნაზე მედროშე იყო

ამ წონაში, როგორც ატაცში (222 კგ), ისე აკვრაში (264) და ორჭიდში (485), ყველა რეკორდი მსოფლიოში ლაშას ეკუთვნის. 4 აგვისტოს ლაშას მთავარი კონკურენტი შტანგა იქნება. ამით დასრულდება ოლიმპიური ძალოსნობა, რომელსაც სტარტი 31 ივლისს ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ ტოკიოში ქართველმა ძალოსნებმა ჯერჯერობით ერთი მედალი მოიპოვეს - ანტონ პლესნოის ბრინჯაო.

A ჯგუფში ლაშას გარდა იასპარეზებენ: ირჟი ორსაგი (ჩეხეთი), მან ასაადი (სირია), ენცო კუვორგე (ნიდერლანდები), დევიდ ენდრიუ ლიტი (ახალი ზელანდია), ჰოჯამუჰამეტ ტოიჩიევი (თურქმენეთი), ვალიდ ბიდანი (ალჟირი) და ალი დავოუდი (ირანი).

რამაზ ზოიძე - ბრინჯაოსთვის

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. -67 კგ

25 წლის რამაზ ზოიძეს წარმატებული დღე ჰქონდა ტოკიოში - ქართველმა კლასიკოსმა ნახევარფინალში იჭიდავა, რომელიც, სამწუხაროდ, დათმო ირანელ მოჰამადრეზა გერაეისთან დაპირისპირებაში. 

რამაზ ზოიძე 4 აგვისტოს მე-3 ადგილისთვის იჭიდავებს

ასე რომ, 4 აგვისტოს ქართველი მოჭიდავე ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს. მისი მეტოქე გერმანელი ფრანკ შტებლერისა და კოლუმბიელი ხულიან ორტა ასევედოს შეხვედრაში გაირკვევა, რომლებიც რეპეშაჟში შეხვდებიან. 32 წლის გერმანელი სამგზის მსოფლიოს და ორგზის ევროპის ჩემპიონია და კოლუმბიელთან აშკარა ფავორიტად მიიჩნევა. ასე რომ, ზოიძეს სავარაუდოდ, ამ ტიტულოვანი მოჭიდავის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა.

ტოკიო 2020: 4 აგვისტოს მთავარი მოვლენები

ოთხშაბათს, 4 აგვისტოს ოლიმპიური მედლები სპორტის 10 სახეობაში გათამაშდება, სულ 22 კომპლექტი:

სინქრონული ცურვა (წყვილები)
მძლეოსნობა (ვაჟები 200 მ)
მძლეონობა (ვაჟები 800 მ)
მძლეოსნობა (ვაჟები უროს სროლა)
მძლეოსნობა (ვაჟები დეკატლონი)
მძლეოსნობა (ქალები 3 000 მ. სტიპლჩეისი)
მძლეოსნობა (400 მ. წინაღობებით)
მძლეოსნობა (ქალები ჰეპტატლონი)
კრივი (ვაჟები 81 კგ)
კრივი (ვაჟები +91 კგ)
კრივი (ქალები 51 კგ)
კრივი (ქალები 69 კგ)
ველოტრეკი (ვაჟები გუნდური გამოდევნებით)
ცხენოსნობა (ხტომები ინდივიდუალური)
მარათონული ცურვა (ქალები 10 კმ)
აფროსნობა (ვაჟები ორადგილიანი)
აფროსნობა (ქალები ორადგილიანი)
სკეიტბორდინგი (ქალები პარკი)
ძალოსნობა (ვაჟები +109 კგ)
ჭიდაობა (ბ-რ ვაჟები 67 კგ)
ჭიდაობა (ბ-რ ვაჟები 87 კგ)
ჭიდაობა (ქალები 62 კგ)

კომენტარები

ბოლო ამბები