Thumbnail

ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე ბირთვის კვრაში A ჯგუფის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, რომელშიც გიორგი მუჯარიძემ მიიღო მონაწილეობა. ქართველმა სპორტსმენმა ჯგუფში 

მუჯარიძემ პირველ ცდაზე ბირთვი 18,71 მეტრზე გადააგდო, რის შემდეგაც მეორე ცდაზე საკუთარი შედეგი გააუმჯობესა - 19,76 მეტრი. სამწუხაროდ, გიორგიმ ბოლო მცდელობის დროს 19,55 მეტრი დააფიქსირა და A ჯგუფში ბოლოსწინა, მე-15 ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენმა მხოლოდ კანადელ ტიმ ნედოუს გაუსწრო.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოში კიდევ ერთ ქართველს უნდა ეასპარეზა. ბენიკ აბრამიანი B ჯგუფში უნდა გამოსულიყო, მაგრამ ის დოპინგზე ჩავარდა. მის ორგანიზმში სამი აკრძალული სტეროიდი - დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონი, მეტანდიენონი და ტამოქსიფენი აღმოაჩინეს.

კომენტარები

ბოლო ამბები