Thumbnail
  • მექსიკა 0:0 (პენ: 1:4) ბრაზილია
  • ბრაზილია ფინალში 7 აგვისტოს ითამაშებს

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პირველი ფინალისტი ფეხბურთში ბრაზილიის ნაკრებია. სამხრეთამერიკელებმა მექსიკას დაძაბულ ბრძოლაში აჯობეს, გამარჯვებულის გამოსავლენად კი პენალტების სერია გახდა საჭირო.

ბრაზილიელმა და მექსიკელმა ფეხბურთელებმა ცდა არ დააკლეს, რომ გოლი თამაშიდან გაეტანათ, მაგრამ ამის გაკეთება ვერც ძირითად დროში და ვერც დამატებითში მოახერხეს. შედეგად, ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელშიც ბრაზილია უშეცდომო იყო.

დანი ალვეში მორიგ ტიტულთან ახლოსაა

დანი ალვეშმა, გაბრიელ მარტინელიმ, ბრუნო გიმარაეშმა და რეინიერმა პენალტები ზუსტად შეასრულეს, ხოლო მექსიკელთა რიგებში პირველი ორი დარტყმა ედუარდო აგირემ და იოჰან ვასკესმა ვერ გამოიყენეს. საბოლოოდ ბრაზილიამ პენალტებში 4:1 მოიგო და პირველი ფინალისტი გახდა.

ბრაზილია ზედიზედ მეორედ უმიზნებს ოლიმპიურ ოქროს, რადგან 5 წლის წინ რიოში ჩემპიონი გახდა. ფინალში ბრაზილია 7 აგვისტოს ესპანეთი-იაპონიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო ამავე წყვილში დამარცხებული 6 აგვისტოს ბრინჯაოს მედლისთვის მექსიკას დაუპირისპირდება.

მექსიკა 0:0 (პენ: 1:4) ბრაზილია

პენალტების სერია: 0:1 დანი ალვეში , 0:1 აგირე , 0:2 მარტინელი , 0:2 ვასკესი , 0:3 გიმარაეში , 1:3 როდრიგესი , 1:4 რეინიერი 

კომენტარები

ბოლო ამბები