Thumbnail

დავით ქევხიშვილის კაბინეტი ფიცრებით აჭედეს, სკამი კი ნაგვის ურნასთან დააგდეს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გრძელდება განხეთქილება ქართულ ძიუდოში
  • მოთხოვნა უცვლელია: გადადგეს დაკავებული პოსტიდან დავით ქევხიშვილი

გრძელდება განხეთქილება ქართულ ძიუდოში. მას შემდეგ, რაც კულტურისა და სპორტის მინისტრის ინიციატივით, საკითხის შემსწავლელი კომისია შეიქმნა, პროცესი თითქოს მშვიდ კალაპოტში გადავიდა, თუმცა დღეს ვითარება კიდევ ერთხელ გამწვავდა.

ვარლამ ლიპარტელიანი და მისი თანამოაზრეები საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს - მათი მოთხოვნა უცვლელია: გადადგეს დაკავებუილი პოსტიდან ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი.

ძიუდოისტებს დავით ქევხიშვილი ფედერაციის ოფისში არ დახვდათ, რის შემდეგაც ლიპარტელიანმა და მისმა თანამოაზრეებმა მის კაბინეტში შეაღწიეს, პრეზიდენტის სკამი გარეთ გამოიტანეს და ნაგვის ურნასთან დააგდეს.

ქართველმა ძიუდოისტებმა დავით ქევხიშვილის კარი ფიცრებით აჭედეს და ამ ფორმით გააპროტესტეს მისი პრეზიდენტობა.

ქართველი ძიუდოისტები უნდობლობას უცხადებენ იმ კომისიას, რომელიც კულტურისა და სპორტის მინისტრის ინიციატივით შეიქმნა

საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან შეკრებილმა სპორტსმენებმა კომენტარები გააკეთეს...

ვარლამ ლიპარტელიანი:: 

“პროტესტი გრძელდება, მოთხოვნა კი უპირობოა და უცვლელი: დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს დაკავებული პოსტიდან. უკვე 20 დღეა არ ვვარჯიშობთ და ყურადღებას არ გვაქცევენ ისინი, ვისაც ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლია. თუ ჩვენ ვერ ვაკეთებთ ჩვენ საქმეს, მაშინ არც ქევხიშვილს მივცემთ მუშაობის საშუალებას. კომისიის წევრებთან შეხვედრას არავითარი აზრი არ აქვს, რადგან ისინი პირდაპირ აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას” 

ვარლამ ლიპარტელიანი და მისი თანამოაზრეები

ავთანდილ ჭრიკიშვილი:

“ჩვენი მოთხოვნა უცვლელია: დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს. საკითხის შემსწავლელ კომისიას უნდობლობას ვუცხადებთ, რადგან ისინი პირდაპირ ამბობენ სათქმელს. ამიტომ, ამ კომისიასთან თანამშრომლობას აზრი არ აქვს”

ზებედა რეხვიაშვილი::

“კომისიას სრულ უნდობლობას ვუცხადებთ, რადგან მათ უკვე თქვეს თავიანთი სათქმელი. თურმე, ყველა კიხვაზე პასუხი გაცემულია, რაც სრული აბსურდია და ამაზე ლაპარაკი სასაცილოა. ამიტომ, ჩვენი პროტესი გაგრძელდება"

კომენტარები

ბოლო ამბები