Thumbnail

ღულელაური ვერ გადახტა - ლაშას ოლიმპიადაზე შედეგიანი ცდა არ ჰქონია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა მძლეოსანმა სამხტომში კვალიფიკაციის გავლა ვერ მოახერხა
  • დღესვე ბირთვის კვრაში ძალებს გიორგი მუჯარიძე და ბენიკ აბრამიანი სცდიან

ქართველმა მძლეოსანმა ლაშა ღულელაურმა ძალიან წარუმატებლად იასპარეზა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც ის ბედს სამხტომში ცდიდა.

ღულელაურს სხვების მსგავსად 3 ცდა ჰქონდა, თუმცა, შედეგიანი ნახტომი ვერცერთხელ დააფიქსირა (ბოლო ცდა მცირე ტრავმის გამო არც შეუსრულებია) და ცხადია, აუტსაიდერებში აღმოჩნდა. ლაშა A ჯგუფში ირიცხებოდა და იმ სამ სპორტსმენს შორის მოხვდა, რომელთაც წარმატებული ნახტომის შესრულება ვერ შეძლეს.

ლაშა ღულელაურმა  წარუმატებლად იასპარეზა
📸 | TAMUNAPHOTO ტოკიოდან

საინტერესოა, რომ ფინალში გასასვლელად 17.05 მეტრზე გადახტომა იყო საჭირო, ღულელაურის საუკეთესო შედეგი კი 17.16 მეტრია. ამ შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში ის არათუ A ჯგუფს მოიგებდა, არამედ, კვალიფიკაციის მონაწილე 32 სამხტომელს შორის მე-2 ადგილზე გავიდოდა.

დღესვე ტოკიოს ოლიმპიადაში კიდევ 2 ქართველი მძლეოსანი ჩაებმება. გიორგი მუჯარიძე და ბენიკ აბრამიანი ძალებს ბირთვის კვრაში სცდიან და თუკი ფინალში გასვლა მოახერხეს, დიდი წარმატება იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები