Thumbnail

მესის კონტრაქტი შეთანხმებულია, მაგრამ მას ბარსაში ვარჯიშის უფლება არ აქვს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლიონელ მესი ბარსელონასთან კონტრაქტს განაახლებს
  • მას ხელფასის შემცირება მოუწევს, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელებს

ლიონელ მესი ბარსელონასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. უკვე თვეზე მეტია, არგენტინელი ფეხბურთელი ოფიციალურად კლუბისა და კონტრაქტის გარეშეა, მაგრამ "სპორტის" ინფორმაციით, მხარეებს შეთანხმება მიღწეული აქვთ.

ბოლო თვეებში მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დაიხურა და უახლოეს დღეებში ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურებაა მოსალოდნელი. მესი ბარსასთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასსაც 50%-ით შეიმცირებს, რათა ესპანური გრანდის ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს.

სწორედ ფინანსური კრიზისი აჭიანურებს ოფიციალურად ცნობის დადასტურებას, რადგან ბარსელონაში მთლიანად გუნდის სახელფასო ფონდის შემცირება უწევთ მესის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ბარსას ტრანსფერზე ჰყავს დაყენებული მარტინ ბრაიტვაითი, სამუელ უმტიტი და მირალემ პიანიჩი, მაგრამ ჯერჯერობით, ვერცერთის გაყიდვა მოახერხა. გარდა ამისა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ხელფასების შემცირებაზე ჟერარდ პიკესთან და სერხიო ბუსკეტსთან.

ბარსელონაში მესის ისტორია გაგრძელდება

ლიონელ მესი კი ჯერჯერობით, ისევ შვებულებაშია იბიცაზე და ელოდება მისი კონტრაქტის განახლების გაოფიციალურებას. აღსანიშნავია, რომ სანამ ლეო ხელშეკრულებას ოფიციალურად არ განაახლებს, მანამდე ბარსელონაში ვარჯიში არ შეეძლება. არაა გამორიცხული გუნდს 8 აგვისტოს, გამპერის თასზე იუვენტუსთან დააკლდეს და კრიშტიანო რონალდოსთან დაპირისპირებაში მონაწილეობა ვერ მიიღოს. ლა ლიგის პირველ ტურშიც მოახლოვდა - ახალი სეზონი 12 აგვისტოს დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის მთელი კარიერა ბარსელონაში აქვს გატარებული, მას მთავარ გუნდში დებიუტი 2004 წელს ჰქონდა. მას შემდეგ ლეომ კატალონიელთა რიგებში 778 თამაში ჩაატარა და 672 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები