Thumbnail

საქართველოს ნაკრების და ვოლფსბერგერის მცველი გურამ გიორბელიძე სავარაუდოდ კარიერას გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის ბინადარ დრეზდენის დინამოში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია ავსტრიულმა გამოცემა Krone-მ გაავრცელა.

ვოლფსბერგერის პრეზიდენტმა დიტმარ რიგლერმა დაადასტურა, რომ გიორბელიძე გუნდს ტოვებს. "ის ჩვენთან აღარ იქნება", - თქვა მან ავსტრიულ პრესასთან.

აღსანიშნავია, რომ ვოლფსბერგერი კვირას შტურმს დაუპირისპირდა (1:4), მაგრამ გურამი განაცხადში არ იყო.

გიორბელიძემ გასულ სეზონში ევროპალიგაზე ითამაშა

გიორბელიძე დრეზდენის დინამოს იჯარით შეუერთდება, მაგრამ მანამდე ავსტრიულ კლუბთან კონტრაქტის განახლება 2023 წლამდე მოუწევს, რადგან მოქმედი ხელშეკრულება ძალაში 2022 წლის 30 ივნისამდეა.

25 წლის ფეხბურთელი ვოლფსბერგერს ერთი წლის წინ, გორის დილადან შეუერთდა და ყველა ტურნირზე მას მერე 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გოლი არ გაუტანია. გურამს საქართველოს ნაკრებში დებიუტი მარტში ჰქონდა და 4 თამაში აქვს ჩატარებული.

დრეზდენის დინამო მე-2 ბუნდესლიგაში ორი ტურის შემდეგ 4 ქულით მე-3 ადგილზეა. დრეზდენელებმა პირველ ტურში ინგოლშტადტს 3:0 მოუგეს, ხოლო მე-2 ტურში 1 აგვისტოს, სტუმრად ჰამბურგთან ფრე ითამაშეს (1:1).

კომენტარები

ბოლო ამბები