Thumbnail

ბოლქვაძე კვალიფიკაციის ფინალშია - მარიამმა ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მარიამ ბოლქვაძე 6:2, 6:4 პეანგტამ პლიპუეჩი
  • ქართველ ჩოგბურთელს Thoreau Tennis Open-ის ძირითად ბადემდე 1 ნაბიჯი აშორებს

23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ წარმატებული სტარტი აიღო კონკორდის (მასაჩუსეტსი, აშშ) საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდიც 115 ათასი დოლარია.

ბოლქვაძე Thoreau Tennis Open-ის კვალიფიკაციაში პირველ ნომრადაა განთესილი და სასტარტო შეხვედრაში ტაილანდელ პეანგტამ პლიპუეჩს დამაჯერებლად სძლია – 6:2, 6:4. მარიამს 1 ეისი და 6 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, 6-დან 4 ბრეიკ-პოინტი გამოყენა, თავად კი მოწოდება მხოლოდ ერთხელ წააგო.

Want to watch the action live….check out all matches streaming live here…. Centre court ...

Posted by Thoreau Open on Sunday, August 1, 2021


შეგახსენებთ, რომ ივლისის შუაში ბოლქვაძემ ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში გამართული 60-ათასიანი ტურნირი მოიგო, იმ შეჯიბრის ჩათვლით კი, უკვე ზედიზედ 6 წარმატებული მატჩი მოუგროვდა.

ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე აშშ-ს წარმომადგენელი სოფი ჩანგი იქნება, რომელმაც მცირე სენსაცია მოახდინა და მე-5 ნომრად განთესილ გერმანელი მონა ბარტელი (მსოფლიოს ყოფილი 31-ე ჩოგანი) 6:2, 6:3 დაამარცხა. 

თუკი მარიამმა მომდევნო მატჩიც მოიგო, კონკორდის ტურნირის ძირითად ბადეში გავა, სადაც პირველი განთესვით ბელგიელ ალისონ ვან უიტვანკს უნდა ეთამაშა, თუმცა, ტრავმის გამო მოიხსნა, ამდენად, უმთავრეს ფავორიტებად ტაივანელი სუ-ვეი ჰსიე, ამერიკელი მედისონ ბრენგლე და რუსი ვერა ზვონარევა იქცნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები