Thumbnail
  • უეფას შტაბბინაში კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფის წილისყრა ჩატარდა
  • ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად საქართველოდან მხოლოდ დინამო ბათუმი იბრძვის
  • საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ჯერ თურქული სივასპორის ბარიერი უნდა დაძლიოს

ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში 2021/22 წლების კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ციკლის პლეი ოფის წილისყრა გაიმართა, სადაც დინამო ბათუმის სავარაუდო მეტოქეების ვინაობა გაირკვა. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, სადაც ბათუმელებს მეტოქედ თურქული სივასპორი ჰყავთ, გია გეგუჩაძის გუნდი ჯგუფური ეტაპის საგზურისთვის პლოვდიდის ლოკომოტივისა და კოპენჰაგენის წყვილში მოგებულს დაუპირისპირდება. 

📌 დინამო ბათუმი / სივასპორი (თურქეთი) V ლოკომოტივი (ბულგარეთი) / კოპენჰაგენი (დანია)

იყო შანსი, წილისყრის შედეგად ბათუმელებს მეტოქედ რომა შეხვედროდათ. შეგახსენებთ, რომ კოპენჰაგენში საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა გამოდის. 

შესაძლოა ბათუმელების წინააღმდეგ დავით ხოჭოლავამ ითამაშოს

კონფერენსლიგის პლეი ოფის წილისყრის შედეგად სულ 22 წყვილი შედგა, მატჩები კი 19 და 26 აგვისტოს გაიმართება. დინამო ბათუმისა და სივასპორის წყვილში გამარჯვებული პლეი ოფში პირველ შეხვედრას შინ ჩაატარებს.

კონფერენლიგის პლეი ოფის გამარჯვებულები ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე იმ 10 გუნდთან ერთად ითამაშებენ, რომლებიც ევროპალიგის პლეი ოფში დამარცხდებიან. კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა კი 27 აგვისტოსაა დაგეგმილი.

დინამო ბათუმმა ბატე სტუმრად დამაჯერებლად დაამარცხა

საქართველოს ვიცე-ჩემპიონსმა კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სან მარინოს ტრე პენე უპრობლემოდ დაამარცხა (4:0, 3:0), მეორე ეტაპზე კი ბელარუსულ ბატე-სთან შინ მინიმალური ანგარიშით წააგო (0:1), მაგრამ სტუმრად საპასუხო მატჩში მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა (4:1) და მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც თურქულ სივასპორს შეხვდება. გია გეგუჩაძის გუნდი სივასპორს 5 აგვისტოს უმასპინძლებს, 12-ში კი სტუმრად დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები