Thumbnail

ოლიმპიადა | ბრინჯაოს შანსი - გიორგი მელია რეპეშაჟში გამოვა

2 აგვისტოს, ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი მელიამ იასპარეზა, რომელიც წაგების მიუხედავად, ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს.

ქართველი ფალავანი, რომელიც 97 კგ წონით კატეგორიაში გამოდის, სასტარტო წრეშივე პირველი განთესვის მქონე რუსეთის ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელ მუსა ევლოევთან დამარცხდა (1-3), მაგრამ ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა და შედეგად, მელიამ რეპეშაჟში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. 

ამ წონაში რეპეშაჟი და ფინალური ბლოკი 3 აგვისტოს გაიმართება. გიორგი მელიამ ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად ორი შეხვედრა უნდა მოიგოს. მისი პირველი მეტოქე უნგრელი ალექს სოკე იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი ბრინაოსთვის შეხვედრაში პოლონელ ტადეუშ მიხალიკს დაუპირისპირდება.

გიორგი მელიამ ტოკიოს ხალიჩაზე მომავალ ფინალისტთან წააგო

ამ წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს რუსი მუსა ევლოევი და სომეხი არტურ ალექსანიანი შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს ოქროს მედლისთვის 130 კგ წონით კატეგორიაში იაკობ ქაჯაია იჭიდავებს, რომელსაც ფინალში მეტოქედ 38 წლის კუბელი მიაინ ლოპეს ნუნიესი ჰყავს. ამ დროისთვის კი საქართველოს სპორტულ დელეგაციას ტოკიოში 5 მედალი უკვე აქვს მოპოვებული - 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

კომენტარები

ბოლო ამბები