Thumbnail
  • ნიკა გიგაური კარიერას ბერძნულ გუნდში გააგრძელებს
  • ქართველი კალათბურთელი პაოკ-ში ერთი წელი დარჩება

17 წლის ქართველი კალათბურთელი ნიკა გიგაური ბერძნული პაოკ-ის 18-წლამდე გუნდში ითამაშებს. მან კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.


გიგაური საქართველოში ორბისა და მართვეს ღირსებას იცავდა. პოპსპორტი გიგაურს დავუკავშირდით და ტრანსფერზე კომენტარი ვთხოვეთ.

ნიკა გიგაური: "პაოკ-ის სკაუტებმა ნახეს ჩემი საუკეთესო მომენტები და საბერძნეთში ჩასვლა მთხოვეს. 5-დღიანი ვარჯიშის შემდეგ, კონტრაქტი შემომთავაზეს სრული დაფინანსებითა და ყველანაირი პირობით, რასაც დავთანხმდი. საქართველოში ორბისა და მართვეს ღირსებას ვიცავდი. ეს კლუბები განვითარებაში ძალიან დამეხმარნენ.
საბერძნეთში დავიბადე, ორმაგი მოქალაქეობა მაქვს და ბერძნულად კარგად ვსაუბრობ. პაოკ-ის 18-წლამდე გუნდში ვითამაშებ. შესაძლოა, სექტემბრიდან დიდ გუნდთან ერთადაც ვივარჯიშო. ჯერჯერობით რომელ ნაკრებში ვითამაშებ, არ ვიცი.

გუნდმა იმედები დაამყარა ჩემზე. უნდათ, რომ დიდ გუნდში ვითამაშო. ვარჯიშები ძალიან მომწონს, დანარჩენი ჩემზეა დამოკიდებული".

კომენტარები

ბოლო ამბები