Thumbnail

სუფთა სამიანები და იდეალური სიზუსტე - ტოიოტას კალათბურთელი რობოტი ოლიმპიადაზე

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • CUE - ტოიოტას რობოტია, რომელიც სირბილსაც მალე ისწავლის
  • იაპონიის ნაკრების ლიდერი ხუმრობს, რომ CUE ეროვნულში უნდა გამოიძახონ

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ამერიკის და საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრებების დაპირისპირებისას, შესვენებაზე დარბაზში ტოიოტას მიერ შექმნილი კალათბურთელი რობოტი - CUE გამოჩნდა, რომელმაც მალევე დიდი ყურადღება მიიპყრო.

CUE სუფთა სამიანებს ისვრის და სადემონსტრაციოდ ბურთი ცენტრიდანაც ჩააგდო. ტოიოტას რობოტს, სიზუსტის განსაზღვრაში მკერდზე დამაგრებული სენსორები და ხელოვნური ინტელექტი ეხმარება, რომლის დახმარებითაც, ერთი რასაც ვერ აკეთებს ეს 'სლემ-დანქია'.

რობოტით გაკვირვებულია თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინოვატორი - ელონ მასკი. "კომპიუტერი როგორ ყველაფერში უფრო ზუსტია, ვიდრე ადამიანი" - ამბობს მასკი.

ტოიოტას მთავარი ინჟინერი, ტომოხირო ნომი აცხადებს, რომ რობოტებს მომავალი 20 წლის მანძილზე, სირბილი და ბურთის ხელით კონტროლიც შეეძლებათ, რაზეც იაპონიის ნაკრების ლიდერმა - იუდაი ბაბამ იხუმრა, რომ მორბენალი რობოტები ნაკრებშიც უნდა გამოიძახონ.

კომენტარები

ბოლო ამბები