Thumbnail

ყველაზე შედეგიანი ისტორიაში - დურანტმა ნაკრებში კარმელოს რეკორდი გააუმჯობესა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 14 წელი, 2 ოქრო და 354 ქულა
  • კევინ დურანტი ამერიკის ნაკრების ისტორიაში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელია

ამერიკის საკალათბურთო ნაკრებმა, ტოკიოს ოლიმპიადაზე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ჩეხეთი 119-84 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

ჩეხებთან მატჩში, ბრუკლინ ნეტსის 32 წლის ფორვარდმა - კევინ დურანტმა 23 ქულა ჩააგდო და ამით აშშ-ის ნაკრების ისტორიაში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა.

დურანტი ეროვნულ გუნდში 2007 წლიდან თამაშობს და ამ დროის მანძილზე ორი ოლიმპიური ოქრო აქვს მოპოვებული (2012, 2016). გასული 14 წლის მანძილზე, ვაშინგტონელმა სპორტსმენმა, ნაკრების ფორმით 354 ქულა ჩააგდო და კარმელო ენტონის (336) რეკორდი გააუმჯობესა.

ამერიკის ჯგუფში პირველი ადგილი, 6 ქულით საფრანგეთმა დაიკავა, მეორეზე აშშ გავიდა. მეოთხედფინალური ეტაპი, ტოკიოში 3 აგვისტოს დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები