Thumbnail

£100 მილიონი გრილიშის სანაცვლოდ - გვარდიოლა სარეკორდო ტრანსფერს ამზადებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • სიტიმ შესაძლოა პოგბას სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს
  • გვარდიოლა კეინზე გაჩერებას არ აპირებს და გუნდში გრილიშიც სურს

როგორც BBC და სხვა ბრიტანული გამოცემები წერენ, მანჩესტერ სიტიმ ასტონ ვილას სარეკორდო წინადადებით მიმართა - 100 მილიონი ფუნტი ჯერკ გრილიშის სანაცვლოდ, რაც ინგლისური კლუბის მიერ ფეხბურთელში გადახდილი სატრანსფერო თანხის ახალი რეკორდი შეიძლება გახდეს.

წარმოშობით ირლანდიელი ინგლისელი, წელს პეპ გვარდიოლას ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ესპანელი თვლის, რომ გრილიშის დამატებით, მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედალს მეტი თავდაჯერებით შეუტევს და კლუბს ძალების დაბალანსებაში დაეხმარება.

სატრანსფერო რეკორდი, ინგლისში დღემდე მანჩესტერის მეორე კლუბს, იუნაიტედს ეკუთვნის, რომელმაც პოლ პოგბაში 2016 წელს 89 მილიონი ფუნტი გადაიხადა. შეგახსენებთ, რომ გრილიშთან ერთად, წელს სიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჰარი კეინის დამატებაა, რომელმაც გუნდიდან წასული ვეტერანი ვარსკვლავი - სერხიო აგუერო უნდა შეცვალოს.

იმ შემთხვევაში თუ გრილიშის ტრანსფერი განხორციელდა, ცნობილი გახდა, რომ ასტონ ვილა მის შემცვლელად ნორვიჩ სიტის 23 წლის შემტევის - ტოდ ქანტუელის დამატებას გეგმავს, რომელმაც პრემიერლიგაში 2019-20 წლების სეზონში ითამაშა და 6 გოლის გატანა შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები