Thumbnail
  • ბაჩანა ხორავამ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა
  • ქართველმა სიგრძეში მხტომელმა მე-14 ადგილი დაიკავა

ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე სიგრძეზე ხტომაში A ჯგუფის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, რომელშიც ბაჩანა ხორავამ მიიღო მონაწილეობა. ქართველმა სპორტსმენმა ჯგუფში ბოლო, მე-14 ადგილი დაიკავა.

ხორავას საუკეთესო შედეგი 7.41 მეტრი იყო, რომელიც მან პირველ ცდაზე დააფიქსირა, რის შემდეგაც მან საკუთარი შედეგები გააუარესა. ბაჩანა მეორე ცდაზე 7.35 მეტრზე გადახტა, ხოლო მესამე ცდით 7.17 მეტრი დააფიქსირა. ამ ჯგუფის გამარჯვებული იაპონელი იოკი ჰაშიუკა გახდა. მისი შედეგი 8.17 მეტრი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები