Thumbnail

'იმედია, ფეხებში არ აგვებლანდებიან' - პიკე რეალსა და ატლეტიკოზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონას ფეხბურთელი ახალი სეზონის დაწყებას იმედიანად ხვდება
  • 34 წლის მცველს რეალისა და ატლეტიკოს ჩამოტოვება თავიდანვე სურს 

ბარსელონას 2020/21 წლების სეზონი ისეთი არ გამოუვიდა, როგორიც მის გულშემატკივრებს სურდათ. რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით გუნდმა ლა ლიგაში წინ მადრიდის ატლეტიკო და რეალი გაუშვა, ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა კი 1/8-ფინალში, პარი სენ-ჟერმენთან წაგებით დაასრულა. ბარსამ გასულ სეზონში მხოლოდ ესპანეთის თასი მოიგო რომლის ფინალში ბილბაოს აჯობა (4:0).

კატალონიური გუნდის 34 წლის მცველი ჟერარდ პიკე ახალ სეზონს იმედიანად ხვდება და ამბობს, რომ ბარსელონას უმთავრესი მიზანი ესპანეთის ჩემპიონატის მოგება იქნება. 

"გასული სეზონი ჩვენთვის საუკეთესო ნამდვილად არ იყო. დიახ, მოვიგეთ თასი, მაგრამ წარმატებას ვერ მივაღწიეთ ესპანეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში. ახალი სეზონის სტარტის წინ ენთუზიაზმით ვართ სავსე. უმთავრესი კი პრიმერაში წარმატებაა. გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების და მზად ვართ, ვიაროთ წინ. გუნდმა დასაწყისიდანვე უნდა აჩვენოს შედეგი, რათა საჩემპიონო ბრძოლაში დაწინაურდეს. იმედია, რეალი და ატლეტიკო ფეხებში არ გაგვებლანდებიან", - აქვეყნებს პიკეს სიტყვებს ესპანური მედია. 

ჟერარდ პიკე ბარსელონას უმთავრეს მიზნად ლა ლიგაში გამარჯვებას ასახელებს

ესპანეთის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონი სტარტს 13 აგვისტოს აიღებს. პირველი ტურის შეხვედრაში კატალონიელები შინ რეალ სოსიედადს, 15 აგვისტოს დაუპირისპირდებიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები