Thumbnail

ოლიმპიადა | ანტონ პლესნოიმ ატაცში მეორე შედეგი აჩვენა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტოკიოს თამაშებზე საქართველოს ნაკრების ძალოსანმა ატაცში იასპარეზა
  • 24 წლის სპორტსმენმა პირველ მოძრაობაში 177 კგ-იამი შტანგა დაიმორჩილა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობაში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წარმომადგენელი, ანტონ პლესნოი (-96 კგ) წარსდგა. 

24 წლის წარმოშობით უკრაინელი ძალოსანი, რომელიც უკვე წლებია საქართველოს სახელით გამოდის და ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია, ტოკიოს საერთაშორისო ფორუმის დარბაზში A ჯგუფში გამოდის. პლესნოიმ პირველ მოძრაობაში - ატაცში, სამიდან ორი ცდა გამოიყენა, მისი საუკეთესო შედეგი კი 177 კგ იყო. 

ატაცი: 173 კგ - ✅, 177 კგ - ❌, 177 კგ - ✅

ეს წონა კიდევ ორმა ძალოსანმა დააფიქსირა, საუკეთესო კი 178 კგ-ით კანადელი ბოედი სანტავი იყო.

მოგვიანებით შეჯიბრება აკვრაში გაიმართება და გამარჯვებულები ორი მოძრაობის ჯამში ნაჩვენები შედეგით გამოვლინდებიან. 

ტოკიოს თამაშებზე საქართველო ოთხი ძალოსნით წარსდგა. შოთა მიშველიძემ (-61 კგ) და გოგა ჩხეიძემ (-67 კგ) გამოსვლა უმედლოდ დაასრულეს, 4 აგვისტოს კი ტოკიოს ფიცარნაგზე საქართველოს ნაკრების მედროშე, 2016 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე (+109) გავა. 

ტოკიოში ოლიმპიადა 23 ივლისს დაიწყო და 8 აგვისტოს დასრულდება. შეგახსენებთ, რომ წინა დღეებში საქართველოს 4 მედალი ძიუდოისტებმა მოუტანეს. ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90 კგ.) გახდა, ვერცხლს კი ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) დაეუფლნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები