Thumbnail

'პირველი მეკარე უნდა იყოს' - მამარდაშვილის მოგებული ვალენსიური დერბი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ ამხანაგურ მატჩში ლევანტეს 1:0 მოუგო. ვალენსიას შემადგენლობაში მხოლოდ ქართველი გოლკიპერი არ შეუცვლიათ. ესპანური მედიის ცნობით, ვალენსიას გამარჯვებაში გადამწყვეტი მამარდაშვილის "სეივი" გამოდგა, როცა ლევანტეს მან საჯარიმო არ გაატანინა. 

გიორგიმ მეორედ ითამაშა ვალენსიას სასტარტოში

შეგახსენებთ, რომ პირველი გუნდის კარში გიორგიმ ჯერ ატრომიტოსთან ითამაშა, შემდეგ კარტახენასთან 90 იყო ვალენსიას კარში. სამივე შეხვედრის შემდეგ გიორგის ძალიან კარგი პრესა ჰქონდა. 4 აგვისტოს ვალენსია ამხანაგურ მატჩში მილანს ეთამაშება. 13 აგვისტოს კი ლა ლიგას ხეტაფესთან შეხვედრით იწყებს. 

"როცა მამარდაშვილი დგას კარში, თავს დაცულად ვგრძნობთ", "მამარდაშვილი ყოველ მატჩში უკეთესია", "დიახ, ეს მხოლოდ წინასასეზონო მატჩებია, მაგრამ ალდერეტე და მამარდაშვილი ძალიან კარგად გამოიყურებიან", "ძალიან მომწონს მამარდაშვილი, ის საიმედო გოლკიპერია", - წერენ ვალენსიას ფანები "ტვიტერზე".

გამოვარჩევთ აარონ დიასის კომენტარს: "თუ მამარდაშვილი ვალენსიას სასტარტო გოლკიპერი არ იქნება ამ სეზონში, ეს იქნება ყველაზე უსამართლო რამ, რაც კი დიდი ხნის განმავლობაში მინახავს. რა მაგარი გოლკიპერია! ძალიან მომწონს ის". 

კომენტარები

ბოლო ამბები