Thumbnail

ტოკიოს ოლიმპიადას ესკერხან მადიევი გამოეთიშა. ქართველ მოკრივეს ბრინჯაოს მედლამდე ერთი გამარჯვება დააკლდა და ოლიმპიური თამაშები მეოთხედფინალში დაასრულა

მადიევი (69 კგ) 1/4-ფინალში გამოცდილ რუს მოკრივეს, ანდრეი ზამკოვოის დაუპირისპირდა, რომელიც 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი და 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონია. მადიევმა გამოცდილ მეტოქეს წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მისი დამარცხება ვერ მოახერხა.

ზამკოვოიმ ხუთივე მსაჯის გადაწყვეტილებით სამივე რაუნდში მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. მოგეხსენებათ, მადიევი ნახევარფინალში რომ გასულიყო, მინიმუმ ბრინჯაოს მედალს ავტომატურად გაინაღდებდა.

ესკერხან მადიევმა ნახევარფინალამდე ტოკიოს ოლიმპიადაზე 1/16-ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ლორენსო სოტომაიორი დაამარცხა, ხოლო 1/8-ფინალში უგანდელი შადირი ბვოგი დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას ამ დროისთვის 4 მედალი აქვს მოპოვებული და ოთხივე ძიუდოისტების ანგარიშზეა - ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები