Thumbnail

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბოლო მედლები თამაშდება, საქართველოს ნაკრების ღირსებას კი, დღეს, გურამ თუშიშვილი (100 კგ.) იცავს. მან პირველი ორთაბრძოლა ტაჯიკ ტემურ რახიმოვთან გამართა და გამარჯვება იზეიმა.

ქართველი ძიუდოისტი ვაზარით დაწინაურდა, რასაც ტაჯიკის გააქტიურება მოჰყვა და მან გურამი შებოჭვაზე დაიჭირა, თუმცა, საპასუხო ვაზარის დაფიქსირებამდე  4 წამი დააკლდა. ბოლოსკენ რახიმოვმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა, თუმცა, თუშიშვილმა კიდევ ერთი ილეთი განახორციელა და იპონი დააფიქსირა.

გურამ თუშიშვილმა მეტოქე ვაზარიზე 2-ჯერ დასცა
📸 | TAMUNAPHOTO ტოკიოდან

მე-3 რაუნდში თუშიშვილის მეტოქე ბრაზილიელი რაფაელ სილვა იქნება, რომელმაც აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური იპონზე დასცა.

ჯერჯერობით, წინ მიიწევს ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი ტედი რინერიც, რომელიც მძიმე წონით კატეგორიაში უმთავრეს ფავორიტად მიიჩნევა. ოლიმპიადების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულმა ავსტრიელი სტეფან ჰეგო და ისრაელის წარმომადგენელი ორ სასონი დაამარცხა და ახლა, რუს ტამერლან ბაშაევთან შეხვედრა ელის. 

თუკი თუშიშვილმა და რინერმა მომდევნო ორთაბრძოლები მოიგეს, ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები