Thumbnail
  • რასელ ვესტბრუკი კარიერას ლოს ანჯელეს ლეიკერსში გააგრძელებს
  • ვაშინგტონი ლიდერის სანაცვლოდ 4 კალათბურთელს მიიღებს

ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ვაშინგტონთან შეთანხმებას მიაღწია და რასელ ვესტბრუკი კარიერას ლეიკერსში გააგრძელებს. ESPN-ის ინსაიდერის ადრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით, ვესტბრუკი ლეიკერსში ითამაშებს, ხოლო მის ნაცვლად ვაშინგტონი 4 კალათბურთელს მიიღებს.

ვაშინგტონმა კაილ კუზმა, კენტავიუს კოლდუელ-პოუპი, მონტრეზ ჰარელი და 2021 წლის დრაფტის 22-ე ნომერი მიიღო, რომელიც ლეიკერსის საკუთრება იყო. ვესტბრუკის გარდა, ლეიკერსი ვაშინგტონის 2024 და 2028 წლების მეორე რაუნდის პიკებსაც მიიღებს.

ეს კიდევ ერთი დიდი სამეულია, რომელიც NBA-ში შეიქმნა. შეგახსენებთ, რომ ბრუკლინში კაირი ირვინგი, ჯეიმს ჰარდენი და კევინ დურანტი მივიდნენ. ახლა, ლეიკერსსაც საკმაოდ მრისხანე სამეული ჰყავს - ლებრონ ჯეიმსსა და ენტონი დევისს რასელ ვესტრბუკიც შეუერთდა, რომელსაც ჯერჯერობით ბეჭედი არ აქვს და ექსპერტების აზრით, ის ლეიკერსთან ერთად პირველივე წელს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები