Thumbnail

საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისი ჰაიფას მაკაბის უეფას კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ესტუმრა და დიდი ანგარიშთ დამარცხდა - 1:5. პირველი შეხვედრა კახა ცხადაძის გუნდმა თბილისში 1:2 დათმო. ორი მატჩის ჯამში (7:2) ბრძოლას ისრაელის ჩემპიონი აგრძელებს, საქართველოს ჩემპიონმა კი ევროთასებზე აგვისტომდეც კი ვერ მიაღწია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გუნდი მე-3 გოლის შემდეგ დაიშალა.

...თამაშის შესახებ: ''არ ვიცი თამაში როგორ შევაფასო. ბოდიში ქართველ ქომაგს. პირველ ტაიმში უამრავი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, რასაც შეცდომები და საკუთარ კარში გაშვებული გოლები მოჰყვა.''

...გუნდის მდგომარეობაზე: "გამოდის, რომ დინამო თბილისი ამ დონეზე სათამაშოდ არ არის. ახლა ყველაფრის ანალიზის გაკეთება ძალიან ძნელია. მე ვიღებ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას. მე-3 გოლის შემდეგ, გუნდი უბრალოდ დაიშალა".

📺 მაკაბი ჰაიფა v დინამო თბილისი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები