Thumbnail

საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისი ჰაიფას მაკაბის უეფას კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ესტუმრა და დიდი ანგარიშთ დამარცხდა - 1:5. პირველი შეხვედრა კახა ცხადაძის გუნდმა თბილისში 1:2 დათმო. ორი მატჩის ჯამში (7:2) ბრძოლას ისრაელის ჩემპიონი აგრძელებს, საქართველოს ჩემპიონმა კი ევროთასებზე აგვისტომდეც კი ვერ მიაღწია.

ჰაიფაში ისრაელის ჩემპიონმა საქართველოს ჩემპიონი აშკარად დაჩაგრა

თბილისური მატჩისგან განსხვავებით, სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდნენ ანზორ მექვაბიშვილი, ნოდარ ქავთარაძე და ბარნს ოსეი. სასტარტო წუთები მაკაბის აშკარა უპირატესობით წარიმართა, თუმცა გაშვებული გოლი უფრო ბენიოსა და მეკარე მიგინეიშვილის შეუთანხმებელი თამაშის ბრალია. მე-17 წუთზე კაპიტან ჩერის პასით მაორ ლევიმ მაკაბი დააწინაურა. 

დინამოს პასუხს არ დაუგვიანებია, მაკაბიმ ბურთი ცენტრში დაკარგა და ზორან მარუშიჩმა ოსეი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, 26 წლის განელმა მარჯვენა გარემარბმა მეკარეს დუელი მოუგო - 1:1. სხვათა შორის, სტუმრებს მალევე შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ მარუშიჩმა ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარის ბადეს გარედან გაარტყა.

მაკაბი წინ კუთხურის შემდეგ გავიდა, ბოგდან პლანიჩმა ბურთი მახვილი კუთხიდან შემოატრიალა, რომელიც სპორკსლედეს მოხვდა და მიგინეიშვილის კარში გავიდა - 2:1. მალევე ტრავმის გამო მოედანი ლევან ხარაბაძემ დატოვა. 

75-ე წუთზე დინამოს კარში მესამე გოლი გავიდა - მართალია, მიგინეიშვილმა დავიდის დარტყმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას ომერ ატცილიმ დაასწრო, რომელმაც თბილისშიც შეძლო გატანა. მალე შეცვლაზე შესულმა იუვალ აშკენაზიმ დინამოს კარში დუბლი შეასრულა და ცხადაძის გუნდის განადგურება დაასრულა.

📺 მაკაბი ჰაიფა v დინამო თბილისი [მიმოხილვა]

მაკაბი ჰაიფა 5:1 (2:1) დინამო თბილისი

მაკაბი ჰაიფა (4-3-3): კოჰენი - მეირი, პლანიჩი (84. სტრეინი), დაჰანი, მენახემი - ლევი (80. ჯაბერი), ხოსე როდრიგესი, ჩერი (64. საჰარი) - ატცილი (80. აშკენაზი), დონიო (64. დავიდი), ჰაზიზა

დინამო თბილისი (3-5-2): მიგინეიშვილი - ხვადაგიანი, პაპავა, ბენიო - სპორკსლედე (78. იაშვილი), ქავთარაძე (78. კუცია), მეცხვარიშვილი, რადინი (52. ქარდავა), ხარაბაძე (38. მორჩილაძე) - მარუშიჩი (53. გაბედავა), ოსეი

კომენტარები

ბოლო ამბები