Thumbnail

კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში დინამო ბათუმმა ბელარუსში ბატე 4:1 დაამარცხა და კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს!

პირველი მატჩი ბელარუსულ კლუბს ბათუმში 1:0 ჰქონდა მოგებული. ბორისოვოში, ბატე-მ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში ბათუმელებმა მატჩი თავიანთ სასარგებლოდ შეატრიალეს. თამაშის შემდეგ, ბატე-ს მთავარმა მწვრთნელმა ვიტალი ჟუკოვსკიმ თამაში შეაფასა.

ვიტალი ჟუკოვსკი (ბატე-ს მწვრთნელი)

...კითხვაზე, რა მოხდა მეორე ტაიმში: "გუნდი გადაიწვა... ეს ჩემი ბრალიც იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში უარყოფითი შედეგი იმის გამო მივიღეთ, რომ ფეხბურთის თამაშის შეგვეშინდა."

...კითხვაზე, რა იქნება მომავალში: "არ ვიცი... ახლა რასაც ვგრძნობ, ეს სირცხვილის გრძნობაა. ყველაფერი მხოლოდ ჩემი ბრალია. ასეთი სირცხვილი აქამდე არასდროს მიგრძნია."

...დინამო ბათუმთან მარცხის მიზეზზე: "მეორე ტაიმის დასაწყისში დანიშნულმა პენალტმა მეტოქეს საქმე ძალიან გაუადვილა, თუმცა ორი აზრი არ არსებობს, რომ დინამო ბათუმმა მეორე ტაიმი ძალიან კარგად დაგეგმა. შეუძლებელია, გუნდს თამაში 47-ე წუთზე ენგრეოდეს..."

დინამო ბათუმს კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქულ სივასპორთან ორრაუნდიანი დუელი ელოდება. 5 აგვისტოს დინამო ბათუმი თურქულ კლუბს უმასპინძლებს, ხოლო 12-ში სტუმრად დაუპირისპირდება. მანამდე კი, ორშაბათს, პლეი ოფის წილისყრა გაიმართება და გაირკვევა, ვის შეიძლება შეხვდეს საქართველოს ვიცე-ჩემპიონი თურქული ბარიერის გადალახვის შემთხვევაში.

კომენტარები

ბოლო ამბები