Thumbnail
  • ⌚ 14:10 | 🏟 ოლიმპიური | 🏃 ბაჩანა ხორავა. კვალიფიკაცია
  • ⌚ 14:50 | 🏟 ფორუმი | 🏋🏅 ანტონ პლესნოი. A ჯგუფი

შაბათს, 31 ივლისს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს - ძალოსანი ანტონ პლესნოი (-96 კგ.) და მძლეოსანი ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა). 

ანტონ პლესნოი - მან ყველაზე მეტი შეუკვეთა

ძალოსნობა. -96 კგ.

ტოკიოს საერთაშორისო ფორუმის დარბაზში ძალოსანთა შეჯიბრება ორდღიანი პაუზის შემდეგ განახლდება. ვაჟთა შორის 96 კგ. წონით კატეგორიაში ანტონ პლესნოი ერთ-ერთი ფავორიტია. ანტონი A ჯგუფშია, სადაც 10 ძალოსანი გამოვა ატაცსა და აკვრაში. ჯგუფი ასპარეზობას 14:50-ზე დაიწყებს. ორჭიდის ჯამში შეკვეთილი წონის მიხედვით, ყველაზე მეტი სწორედ პლესნოის და ვენესუელელ ვალენილა კეიდომარს აქვთ შეკვეთილი - 395 კილოგრამი. 

24 წლის პელსნოი წარმოშობით უკრაინელია, 2019 წელს მან მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. წლეულს კი ის მოსკოვში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მანამდე მან ბათუმში (2019 წ.) ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

ბაჩანა ხორავა - ოლიმპიურ სტადიონზე

მძლეოსნობა. სიგრძეზე ხტომა

ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე სიგრძეზე მხტომელები საკვალიფიკაციო ეტაპს 14:10-ზე დაიწყებენ. ამ დისციპლინაში ფინალი 2 აგვისტოს გაიმართება. ბაჩანა ხორავას ფინალში გასვლა სენსაცია იქნება. 

ტოკიო 2020: 31 ივლისის მთავარი მოვლენები

შაბათს, 31 ივლისს ოლიმპიური მედლები სპორტის 14 სახეობაში გათამაშდება, სულ 22 კომპლექტი:

მშვილდოსნობა (ვაჟები ინდივიდუალური); მძლეოსნობა (ვაჟები დისკოს სროლა; ქალები 100 მ; 4x400 მ. მიქსი); ბადმინტონი (ვაჟები წყვილები); კრივი (ქალები 57 კგ); ფარიკაობა (ქალები გუნდური): ძიუდო (შერეული გუნდური); შვიდკაცა რაგბი (ქალები); აფროსნობა (ქალები RS:X და ვაჟები RS:X); სროლა (ქალები 50 მ. შაშხანა; სასტენდო შერეული); ცურვა (ქალები 800 მ. თავისუფალი; ქალები 200 მ. გულაღმა; ვაჟები 100 მ. ბატერფლაი; 4x100 მ. შერეული); ჩოგბურთი (ვაჟები); ბატუტზე ხტომა (ვაჟები); ტრიატლონი (შერეული); ძალოსნობა (ქალები 81 კგ; ვაჟები 96 კგ). 

კომენტარები

ბოლო ამბები