Thumbnail

'ოდესმე ყველაფერს გეტყვით' - ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა

საქართველოს ძიუდოსტთა ნაკრების კაპიტანმა, ევროპის სამგზის ჩემპიონმა ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. 32 წლის სპორტსმენმა გადაწყვეტილება ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლის შემდეგ მიიღო, რის შესახებაც, სოციალურ ქსელში დაწერა.

ლიპარტელიანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"მადლობა ღმერთს იმისთვის, რაც მომცა დღემდე 🙏 იყო ბევრი სიხარული, ბევრი გულის ტკენა მარა ამ ყველაფერმა მე ძალიან გამაძლიერა როგორც პიროვნება. 

მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს ჩემს შვილებს რომლებმაც ჩემ ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით❤️ მადლობა ყვეას ვინც დღემდე გვერდში მედგა ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს🙌 

მაგრამ დგება ცხოვრებაში მომენტი როცა რაღაც მთავრდება და ეს ის დღეა როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულდა. ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს ერთგულო გულშემატკივრებო. ვერ შევძელი ვიცი თქვენი გახარება:( მტკივა მაგრად ეს ყველაფერი და ალბათ დიდხანს გამყვება ცხოვრებაში უბრალოდ შეუძლებელია ყველაფერი თქვა ამ დროს მაგრამ მინდა იცოდეთ რო უზომოდ მიყვარხართ❤️

იმედია სხვა ცხოვრებაში შევძლებ ცოტათი მაინც შევძლო თქვენი გახარება🙏 

ბევრი რამის თქმა მინდა მაგრამ ვერ ვახერხებ🙏 იმედია ოდესმე შევძლებ რო ყველაფერი გითხრათ ყველას🙏" .

ვარლამ ლიპარტელიანი სამგზის ევროპის ჩემპიონია (2012, 2014, 2016), 6-ჯერ ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა (2009, 2010, 2013, 2015, 2019, 2021), ერთხელ ბრინჯაო მოიპოვა (2011). მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის (2013, 2017, 2018) და ბრინჯაოს მედალს (2014, 2015, 2021) სამ-სამჯერ დაეუფლა, ორჯერ გახდა ევროპული თამაშების გამარჯვებული (2015, 2019), ხოლო 2016 წელს, რიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. გარდა ამისა, სამჯერ მოიგო მასტერსი, ხუთჯერ გრან სლემი და ხუთჯერ გრან პრი.

კომენტარები

ბოლო ამბები