Thumbnail

ოლიმპიადა | ‘არ გრცხვენიათ?’ - მედვედევი ჟურნალისტს დაუპირისპირდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჩოგბურთის რუსი ვარსკვლავი მიქს ზონაში ჟურნალისტს ეჩხუბა
  • მედვედევმა დოპინგზე კითხვის გამო რეპორტიორის მოკვეთაც მოითხოვა

რუსი ჩოგბურთელი დანიილ მედვედევი ოლიმპიადის მერვედფინალში, იტალიელ ფაბიო ფონინისთან გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტს დაუპირისპირდა. რეპორტიორმა მას ჰკითხა, აწუხებთ თუ არა რუს სპორტსმენებს ის ამბავი, რომ დოპინგის ცნობილი სკანდალის გამო ოლიმპიურ თამაშებზე ქვეყნის სახელისა და დროშის გარეშე ასპარეზობენ და ისიც, რომ მათი ჰიმნის შესრულება არ შეიძლება.

მსოფლიოს მეორე ჩოგანი ამ კითხვაზე ძალიან გაბრაზდა. “ეს პირველი შემთხვევაა ჩემს ცხოვრებაში, როცა კითხვაზე პასუხს არ გავცემ. თქვენ ამ კითხვის გამო უნდა გრცხვენოდეთ!” - ასე უპასუხა რუსმა ჩოგბურთელმა რეპორტიორს და მისი მოკვეთაც მოითხოვა: “ვფიქრობ, თქვენ ოლიმპიურ თამაშებზე აკრედიტებული არ უნდა იყოთ, ან მინიმუმ ჩოგბურთის ტურნირიდან მაინც უნდა ჩამოგაშორონ,” - დაამატა მედვედევმა და ყველას მიმართა: “ამ კაცის დანახვა აღარ მინდა!”

ამის შემდეგ ჟურნალისტმა მორიგი კითხვის დასმა დაიწყო, მაგრამ მედვედევი აღარ დაელოდა და მიქს ზონა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ რუსულ სპორტში დოპინგის მასობრივი სკანდალი 6 წლის წინ დაიწყო, რის გამოც რუსი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე ქვეყნის სახელის, დროშისა და ჰიმნის გარეშე ასპარეზობენ. მათ მხოლოდ ROC აბრევიატურის გამოყენების უფლება აქვთ, რაც რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს ნიშნავს.

ოლიმპიადაზე ჩოგბურთელებს სიცხე ძალიან აწუხებთ

აღსანიშნავია, რომ მედვედევი სიცხის გამოც განრისხებული იყო. “შემიძლია, რომ ეს მატჩი დავასრულო, მაგრამ შეიძლება მოვკვდე კიდეც. თუ მოვკვდები, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებთ?” - ამ სიტყვებით მიმართა მან მსაჯს, რომელმაც რუს ჩოგბურთელს ჰკითხა, როგორ ხარო...

კომენტარები

ბოლო ამბები