Thumbnail

ლეგენდარულმა ქართველმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტით სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა.

მსროლელებმა სამი სერია 10-10 გასროლით გაიარეს, სალუქვაძეს ასეთი შედეგი აქვს: 94, 98, 99. ჯამურად – 291, რაც ამ დროისთვის მე-7 შედეგი აღმოჩნდა. თუმცა, ჯერ კვალიფიკაცია არ დასრულებულა. 30 ივლისს მსროლელებს სამი სერია უკვე სწრაფ სროლებში ექნებათ, მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა ფინალში გამსვლელთა ვინაობა (8 სპორტსმენი). ფინალი ტოკიოს სასროლეთზე 30 ივლისს გაიმართება.

სალუქვაძის შედეგი სპორტული პისტოლეტით სროლაში

ნინო სალუქვაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე 25 ივლისს 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტიდან სროლის კვალიფიკაციაში იასპარეზა და მხოლოდ 31-ე შედეგი აჩვენა, რაც ფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

როგორც აღვნიშნეთ, სალუქვაძე მე-9 ოლიმპიადაზე ასპარეზობს, რაც ქალებისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ის ოლიმპიურ თამაშებზე სამი მედლის მფლობელია. ოქრო და ვერცხლი 1988 წელს სეულში საბჭოთა კავშირის ნაკრებში ასპარეზობისას მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედალი უკვე 2008 წელს, პეკინში, საქართველოს სახელით დაისაკუთრა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები