Thumbnail

GFC13 | დრამატული ჩხუბები ყაზბეგში - მებრძოლების დიდი შოუ მთებში

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ყაზბეგში GFC13-ზე 8 მაგარი ბრძოლა გაიმართა
  • MAIN CARD-ის ბრძოლები სრულად და ყველა ჩხუბის შედეგი

28 ივლისს, MMA-ში GFC-ის (Georgian Fighting Championship) ორგანიზებით, მორიგი ორთაბრძოლები ჩატარდა. ღონისძიება ყაზბეგში შედგა და მასში ქართველი მებრძოლების გარდა, უცხოელი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.

ევროპაბეთის და პოპსპორტის არხებზე 8 ძალიან საინტერესო და დაძაბული დაპირისპირება ვნახეთ.

სოფია ბაგიშვილმა თურქი აიბუკე იმანჩი პირველსავე რაუნდში, მტკივნეული ილეთით დაამარცხა. ლუკა გიორგაძემ მესამე რაუნდში შეძლო სომეხი მებრძოლის, დავით ხაჩატურიანის დამარცხება - ტექნიკური ნოკაუტით.

მესამე ბრძოლაში, მიშა გორიაშვილმა ოთარ ხაჩიურიძე დაამარცხა - მან ეს პირველივე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით მოახერხა. Main Card-ის ბოლო ბრძოლაში ბექა გოგალაძემ მესამე რაუნდში, ტექნიკური ნოკაურით მოუგო აზერბაიჯანელ ილგარ გაფაროვს. აღსანიშნავია, რომ ქართველი მებრძოლი სამივე რაუნდში უპირატესობას ფლობდა.

MAIN CARD - ოთხი საუკეთესო ბრძოლა

შენიშვნა: წყვილებში გამარჯვებულები მონიშნულია მუქი ფერით

👊 48.5 კგ: აიბუკე იმანჩი (თურქეთი) VS სოფია ბაგიშვილი (საქართველო)

👊 65.8 კგ: დავით ხაჩატურიანი (სომხეთი) VS ლუკა გიორგაძე (საქართველო)

👊 70.3 კგ: ოთარ ხაჩიურიძე (საქართველო) VS მიშა გორიაშვილი (საქართველო)

👊 61.2 კგ: ილგარ გაფაროვი (აზერბაიჯანი) VS ბექა გოგალაძე (საქართველო)

4 ბრძოლა Under Card-ში

Under Card-ის პირველი ბრძოლა ნიკა ღუდუშაურმა მტკივნეული ილეთით მოიგო - მესამე რაუნდში მას ადემ ვაშაყმაძე დანებდა. ასევე მესამე რაუნდში მოიპოვა გამარჯვება იური ბერიძემ, რომელმაც თურქი ქერიმ ქელესი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. სამწუხაროდ, დამარცხდა ყაზბეგელი გიორგი წამალაიძე - თურქმა აჰმედ აჰრიევმა მას მახრჩობელა ილეთით მოუგო. რაც შეეხება Under Card-ის ბოლო ბრძოლას: შალვა მეტრებელმა პირველსავე რაუნდში ტრავმა მიიღო და გამარჯვება მიხეილ საჟინიანს დარჩა.

Under Card-ის შედეგები

შენიშვნა: წყვილებში გამარჯვებულები მონიშნულია მუქი ფერით

👊 61.2 კგ: ადემ ვაშაყმაძე (საქართველო) VS ნიკა ღუდუშაური (საქართველო )

👊 70.3 კგ: ქერიმ ქელესი (თურქეთი) VS იური ბერიძე (საქართველო)

👊 70.3 კგ: აჰმედ აჰრიევი (თურქეთი) VS გიორგი წამალიძე (საქართველო)

👊 93 კგ: შალვა მეტრეველი (საქართველო) VS მიხეილ საჟინიანი (საქართველო)

📺 ვიდეო: მთლიანი ივენთი და ყველა ბრძოლა სრულად

კომენტარები

ბოლო ამბები